25 რამ, რაც შენთვის ნაცნობი იქნება, თუ 25 წლის ხარ
25 წელი ცოტა უცნაური ასაკია — გულის სიღრმეში თინეიჯერი ხარ, მაგრამ თან უკვე ზრდასრულობა გიწევს — გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღო, ვერსად გაურბიხარ "უფროსულ" საქმეებს, ხანდახან ჯანმრთელობის ის პრობლემებიც გაწუხებს, რომელთა შესახებ აქამდე არც არაფერი გაგეგო და თუ ჯერ არ შეგიქმნია ოჯახი, ერთ თავის ტკივილს ნათესავები გიმატებენ ფრაზით — "რაღას უცდი, დროა უკვე".
მოკლედ, თუ მეოთხედ საუკუნეს შენც მიაღწიე, ამ სტატიაში 25 რაღაცაზე გიამბობთ, რომლებიც შენთვის ძალიან ნაცნობი იქნება.
1. ძალიან კარგად გვახსოვს დრო, როცა ჩვენი მობილურები ასე გამოიყურებოდა
სმარტფონები მაშინ სულ არ არსებობდა, მაგრამ თუ ამათგან რომელიმე გვქონდა, თავი ყველაზე მაგარი ტიპი გვეგონა.
2. მეტიც — ზოგიერთები ასეთ ტელეფონებსაც მოვესწარით
ერთხელ მაინც თუ არ დაგირეკავს უცხო ნომერზე ხუმრობით, მაშინ ბავშვობა არ გქონია.
3. სერიალების მომდევნო ეპიზოდების შინაარსს გაზეთში ვკითხულობდით
იმ დროს "დასპოილერებაზე" პრობლემა არავის ჰქონდა.
4. და დილით სკოლაში წასვლამდე ჩვენი რიტუალი მულტფილმების ტელევიზორში ყურება იყო
ლუის ცხოვრება ჩვენი ცხოვრება იყო!
5. ოსკარიდან პოსტერების შეგროვება ჩვენი ერთადერთი ჰობი იყო
US5-ის ბიჭები მაშინ ძალიან პოპულარულები იყვნენ.
6. დაბალწელიანი ჯინსებიც გვახსოვს
და იმედს ვიტოვებთ, ეგ ტრენდი არასდროს დაბრუნდება. თუ უკვე დაბრუნდა?
7. იმედი გვაქვს, რომ "როცა გავიზრდებით", რაღაც გამოვალთ
და ვინც უკვე რაღაც "გამოვიდა", სინამდვილეში, მანაც არ იცის, რას აკეთებს.
8. უკვე კარგად გვესმის, რატომ გვიბრაზდებოდნენ მშობლები, როცა ოთახიდან გამოსვლისას შუქს ჩართულს ვტოვებდით
მგონი, მართლა გავიზარდეთ და მთელი დარჩენილი ცხოვრება კომუნალურები უნდა ვიხადოთ?
9. 25 წლისთვის გვყავს რამდენიმე კლასელი, რომელთა შვილები უკვე სკოლაში ან ბაღში მიდიან
და ჩვენ ამ დროს მიკროტალღურში პიურეს შეგდება გვეზარება.
10. მხოლოდ ორი საუკეთესო მეგობარი გვყავს, რომლებსაც წელიწადში სამჯერ ვხვდებით
ძირითადად, ერთმანეთის დაბადების დღეებზე გადავეკვეთებით ხოლმე, მაგრამ მაინც საუკეთესო მეგობრები ვართ.
11. ბოლო დროს პარასკევ საღამოს სახლში გატარება უფრო გვსიამოვნებს
30-ებში რაღა ვაკეთოთ????
12. და უფრო და უფრო გვიკვირს, როგორ უძლებდა ჩვენი სხეული 18 წლის ასაკში მთელი ღამე დალევას, ცეკვას და გადათენებას ისე, რომ დილით ჩიტივით ვიყავით
არადა, კაცმა რომ გვკითხოს, ახალგაზრდები ვართ!
13. უფრო ხშირად ვათვალიერებთ გასაყიდ ბინებს და წარმოვიდგენთ, როგორ და სად დავდგამდით ავეჯს
მერე რა, რომ ხელფასამდე 20 ლარი გვაქვს დარჩენილი. მთავარია ინტერესი!
14. მუდმივი დილემის წინაშე ვდგავართ, საოჯახო ნივთები ვიყიდოთ, მოგზაურობისთვის დავზოგოთ ფული თუ, უბრალოდ, გადავრჩეთ
თვიდან თვემდე ხელფასის დაზოგვა ცალკე სპორტია.
15. წელი გვტკივა
არადა, საპენსიო დანაზოგის გამოყენებამდე ჯერ კიდევ იმდენი დროა...
16. და გვიკვირს, რატომ არავინ გაგვაფრთხილა, სტომატოლოგთან ვიზიტი ასე ძვირი რომაა
ელექტროჯაგრისებზე უარი არასდროს თქვათ!
17. წარმოდგენა არ გვაქვს, რას აკეთებენ ჩვენი კურსელები ცხოვრებაში
არადა, ყველას დიპლომატობა გვინდოდა.
18. ტექნოლოგიებს კარგად ვეწყობით, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიკვირს, როგორ ახერხებს ჩვენი კლასელის 3 წლის შვილი მობილურზე ბლოკის მოხსნას და YouTube-ზე პეპა გოჭის ჩართვას
Ok Boomer.
19. მილენიალები ჩვენზე დიდები არიან, Gen Z თაობის "ბავშვები" კი — პატარები
არც აქეთ ვართ და არც იქით.
20. 25 წლის ასაკისთვის კარტოფილს ვწვავთ მშვენივრად და ვამბობთ, რომ ყველაფრის გაკეთება ვიცით
მართალია, დედაჩვენი ჩვენით არ ამაყობს, მაგრამ რა საჭიროა მასტერშეფობა, როცა სამზარეულოს ტექნიკა ლამის ყველაფერს თვითონ აკეთებს.
21. მიუხედავად ამისა, დედა გვეუბნება, რომ დროა, შვილი გავაჩინოთ
და იმასაც გვპირდება, მე გაგიზრდიო...
22. თანდათან ქუსლიან ფეხსაცმელს ვემშვიდობებით
ნეტავ, რაზე ვფიქრობდით პირველ სამსახურში პირველ დღეს რომ ქუსლიანი ფეხსაცმელებით მივდიოდით???
23. და ზამთარში თბილად ჩაცმა შეგვიყვარდა
ამისთვის ვიდექით [ნახევრად შიშვლები] ქარსა და წვიმაში?
24. ჩვენი თანატოლების ერთი ნაწილი ტიკტოკზე ინფლუენსერობს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ამ აპლიკაციას არასდროს გააჭაჭანებს მის მობილურში
და თქვენ რომელ ბანაკში ხართ?
25. და ბოლოს, ეს მიმი, უბრალოდ მთელ ჩვენს ცხოვრებას ასახავს
25 წლის ხდება ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ალტაც, რომელიც 18 თებერვლიდან ყველა მაღაზიაში სადღესასწაულო განწყობასა და განსაკუთრებულ შემოთავაზებებს დაგახვედრებს. თუ გსურს, თავი კიდევ უფრო ახალგაზრდად იგრძნო და შენი შინაგანი თინეიჯერი გაახარო, ესტუმრე ალტას და შეიძინე თანამედროვე ტექნიკა საუკეთესო ფასად.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები