საქართველოს მიმართ რუსეთის დანაშაულთა ქრონიკა (15 პუნქტად)
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე ფეისბუქში ლიფლეტს აქვეყნებს. ამოსაბეჭდად მზა PDF-ში მოკლედაა ჩამოთვლილი ისტორიის მანძილზე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები.
თევზაძის თქმით, ამ სიის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინტერნეტში ბათუმში გასაყიდად გამოტანილი სუვენირის ფოტო გავრცელდა, რომელიც საქართველო-რუსეთის მეგობრობის სიმბოლო იყო:
"განვიხილეთ პრო-რუსული გააზრებული თუ გაუაზრებელი პროპაგანდის წინაამღდეგ მოქმედების ერთ-ერთი შესაძლებლობა: ლიფლეტის მომზადება, სადაც აღწერილი იქნებოდა რუსეთის დანაშაულებები საქართველოს მიმართ. [...] გთავაზობთ ლიფლეტის ამობეჭდვას (სამად უნდა გაიკეცოს, რომ ლიფლეტის ფორმა მიიღოს) და მის გავრცელებას ყველგან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც აშკარაა პრო-რუსული პროპაგანდა. იმედი მაქვს, რომ ამ, ჩვენი ძალების მცირე დანახარჯებით განხორციელებულ ქმედებას, მნიშველოვანი შედეგი ექნება."
ლიფლეტის შაბლონის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Academia.edu-დან ან ამ ბმულიდან. აქვე გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს:
- აღა მაჰმად ხანის ლაშქრობა საქართველოში, 1795 წელს, რუსეთის პროვოცირებით და დაფინანსებით მოეწყო - დაიღუპა 10 ათასამდე ქართველი. 15 ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში;
- 1783 წელს, გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. საბოლოოდ, 1864 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში წირვა-ლოცვის ენა, ისევე, როგორც ფორმალური განათლების ენა, რუსული იყო;
- რუსეთის იმპერიამ 1801 წელს საბოლოოდ დაიპყრო და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გადააქცია;
- რუსეთის იმპერიამ 1810 წელს დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო;
- 1801-დან 1819 წლამდე რუსებმა მთელი საეკლესიო საგანძური წაიღეს რუსეთში. ამას მოჰყვა 1819-1820 წლების საეკლესიო (ე.წ. გურია-იმერეთის) აჯანყება;
- 1804-1991 წლებში ქართველების ბრძოლა რუსეთის წინაამღდეგ:
- 1804 - მთიულეთის აჯანყება;
- 1810 - იმერეთის აჯანყება;
- 1812 - კახეთის აჯანყება;
- 1819 - საეკლესიო აჯანყება;
- 1829 - გურიის წინაამღდეგობა;
- 1832 - ქართველი თავადების შეთქმულება რუსეთის წინაამღდეგ;
- 1834-1859 - სვანეთის, სამურზაყანოს, სამეგრელოს და აფხაზეთის ოკუპაციის წინაამღდეგ ბრძოლა;
- 1866-1867 - აფხაზების აჯანყება;
- 1922 წელი - სვანეთის აჯანყება;
- 1924 წელი - აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინაამღდეგ;
- 1941 - ანტი-საბჭოთა შეთქმულება;
საერთო ჯამში, ამ ბრძოლებში რუსეთმა გაანადგურა 100 ათასზე მეტი ქართველი;
- 1801-დან 1867 წლამდე რუსებმა დაანგრიეს ყველა ციხე-სიმაგრე, კოშკი და ქალაქის გალავანი, რომელიც არ სჭირდებოდათ საკუთარი გარნიზონის განსათავსებლად;
- 1801-დან 1900 წლამდე რუსებმა შეათეთრეს საქართველოს ყველა ეკლესიის კედლები და წაშალეს ფრესკები;
- მე-19 საუკუნეში, რუსი დეკაბრისტების გეგმებში, რუსეთის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შედიოდა საქართველოდან ქართველების გადასახლება;
- 1921 წლის ხელახალი ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიები გადასცა თურქეთს;
- 1924-1941 წლებში რუსეთის მიერ ჩატარებული რეპრესიების შედეგად განადგურდა 270 ათასი ქართველი, ხოლო გადაასახლეს - 200 ათასი ქართველი;
- 1962 წელს, სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ნიკიტა ხრუშჩოვი აპირებდა ქართველების შუა აზიაში გადასახლებას და საქართველოში რუსების ჩამოსახლებას;
- 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას, რუსეთის სამხედროებმა დახოცეს 20 მომიტინგე. ათასამდე ადამიანი მოიწამლა რუსების მიერ გაშვებული მხუთავი გაზით;
- 1992-1993 წლებში რუსეთმა განახორციელა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. დაიღუპა 30 ათასი ქართველი და იძულებით გადააადგილებული გახდა 250 ათასი ქართველი;
- 2008 წელს რუსეთი, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოიჭრა საქართველოში და გააფართოვა დაპყრობილი ტერიტორიების (სამხრეთ ოსეთის მომდებარე) საზღვრები - სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 174 მშვიდობიანი მოქალაქე და საქართველოს 224 ჯარისკაცი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები