ბიძინა კულუმბეგოვი

19 Feb. 2022, 00:54

ადამიანი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მას აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვის გარანტია 80%-ით და მეტი, თუ ვაქცინაციიდან გასული არ არის 6 თვეზე მეტი. თუ მეტია გასული მეორე ვაქცინიდან და არ გაიკეთა დამატებითი დოზა, ეს ეფექტურობა 57%-მდე მცირდება. ადამიანმა, რომელმაც გაიკეთა მეორე დოზის შემდეგ 3 თვეში, უკვე საქართველოში არის ბუსტერ დოზის დამატების შესაძლებლობა, მძიმე დაავადებისგან დაცვა უკვე 90%-ია. ეს არის უზარმაზარი პროცენტი და სწორედ, ასეთი მაღალი ბუსტერული ვაქცინებით მოცვის ქვეყნები, ზოგადად, მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნები რიგ-რიგობით უკვე თაიმლაინს აქვეყნებენ, როგორ ასრულებენ მთლიანად კოვიდ-რეგულაციებს და როგორ უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი რამ, სამწუხაროდ, ამ ინფექციასთან მიმართებაში, რაღაც პერიოდში არსებობდა მოლოდინი, რომ ჩამოყალიბდებოდა, ე.წ ჯოგური, პოპულაციური იმუნიტეტი, რომელიც გააჩერებდა, თუ ყველა ადამიანი ამას გადაიტანდა, ინფექციას. სამწუხაროდ, სწორედ ეს რეინფიცირების მაღალი რისკები და ომიკრონთან ეს 5-ჯერ გაზრდილია, რა თქმა უნდა, ჯოგური იმუნიტეტის ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა, ამოძირკვა ვერ მოხდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს

რა ხდება: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილს ქართული ოცნების ოფისისკენ, ნაწილი კი —…