CENN აცხადებს კონკურსს ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ვლოგერებისათვის
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის როლის გააქტიურების მიზნით, CENN, პარტნიორ ბიზნეს ორგანიზაციებთან, პროკრედიტ ბანკთან, ტოიოტა კავკასიასთან და აჭარა ჯგუფთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს — იმოქმედე კლიმატისთვის (Act4Climate) — ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ვლოგერებისათვის!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან სტატია, ბლოგი, ვიდეო რეპორტაჟი, ვლოგი ან/და ფოტო ისტორია, რომელიც აჩვენებს კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ; ასევე, წაახალისებს მოსახლეობას მარტივი, ყოველდღიური ქმედებების გამოყენებით შეიტანოს წვლილი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში.
კონკურსის ფარგლებში მისაღებია ისეთი მასალის წარდგენა, რომელიც მომზადებულია/გამოქვეყნებულია კონკურსის გამოცხადების შემდეგ კონკურსის მიერ დადგენილ პერიოდში. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია, ისეთი მედია პროდუქტების შექმნა, რომლებიც აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას, დააფიქრებს კლიმატის ცვლილების პროცესებზე და ამავე დროს, მისცემს მოტივაციას, იმოქმედოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
კონკურსის პარტნიორები არიან პროკრედიტ ბანკი, ტოიოტა კავკასია და აჭარა ჯგუფი.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 8 მარტი, 2022, 18:00. კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე [email protected] სათაურით "ჟურნალისტების კონკურსი".
ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, გამოქვეყნებული მედია პროდუქტის ბმული და მედია კომპანიის დასახელება, რომელსაც წარმოადგენთ.
კონკურსის შედეგად, CENN-ის მიერ გამოვლინდება 3 გამარჯვებული:
I ადგილი — 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
II ადგილი — 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
III ადგილი — 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი
თავიანთ რჩეულს, სპეციალურ პრიზებს გადასცემენ კონკურსის პარტნიორები — პროკრედიტ ბანკი, ტოიოტა კავკასია და აჭარა ჯგუფი:
ProCredit Bank — კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც წარმოაჩენს
პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ღირებულებებსა და წარმატებულ პრაქტიკებს
გარემოსდაცვითს ჭრილში
Toyota Caucasus — კრეატიული ნამუშევრისთვის რომელიც ასახავს სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას - 2 000 ლარი
Adjara Group — კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც წარმოაჩენს ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობასა და პრაქტიკას ბიზნეს სექტორში.
კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ონლაინ ტრენინგს, რომელიც გაიმართება 18 თებერვალს, 15:00-ზე, Zoom-ში.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ
თემატიკას:
- სუფთა წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
- ბუნებრივი კატასტროფები
- მდინარეების დაბინძურება
- ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა
- ბიომრავალფეროვნების შემცირება / სახეობების კარგვა
- ტყის საფარის შემცირება
- მოსავლიანობის შემცირება
- ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება
- სხვა ნებისმიერი თემა, რომელსაც თვლით, რომ კავშირშია კლიმატის
ცვლილებასთან, როგორიცაა მაგალითად: კლიმატის აქტივიზმი,
ახალგაზრდები და კლიმატის ცვლილება და სხვა.
შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- შინაარსი და კონკურსის თემასთან შესაბამისობა
- თხრობის სტილი და კრეატიულობა
- იდეის/თემის განვითარება
- აუდიტორიაზე მორგებული ლექსიკა და სტილი
- კონტენტის აკურატულობა/წყაროების მითითება
- სტატიის / ბლოგის რაოდენობა
- სტატიის / ბლოგის მიერ მოცული აუდიტორიის რაოდენობა (Audience Reach)
კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ნამუშევარი; ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები