საქართველოს ამბავი ბოლომდე გაშიშვლდა, თუ რამდენად გაწერილი გეგმით მოქმედებდა მაშინაც და ახლაც — ხოშტარია პუტინზე
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებით გამოჩნდა, თუ რამდენად გაწერილი სცენარით მოქმედებდა ის 2008 წელსაც და ახლაც.
"საქართველოს ამბავი თავიდან ბოლომდე გაშიშვლდა, თუ რამდენად გაწერილი გეგმით მოქმედებდა მაშინაც და ახლაც. მთავრობა კი დუმს, ჩვენ ვილაპარაკოთ პარალელებზე ყველგან. ასევე ვილაპარაკოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილზე, ბესტაევზე და ნატოში გაწევრიანებაზე. და რაც მთავარია შევცვალოთ მთავრობა, რომელიც ამ "მინდა ვიყო იმპერატორის" ორბიტაზე გვატრიალებს სამარცხვინოდ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში", — წერს ის.
ხოშტარიას თქმით, პუტინის მიზანი ისტორიის გადაწერაა. მისი შეფასებით რუსეთის პრეზიდენტის ბრიფინგი კომიკურობის ზღვარზე იყო. დროას ლიდერი ამბობს, რომ პუტინს ეტყობოდა, თუ როგორ აშინებს დასავლეთის ძალა.
"მხოლოდ საქართველო კი არ ყვირის, როგორც 2008 წელს, არამედ დასავლეთი გაერთიანებულია, შეიარაღება და სამხედრო ძალა მობილიზებული, განლაგებული, სანქციების პაკეტები გამზადებული. საკმაოდ სუსტად გამოიყურება სინამდვილეში პუტინი ამ ეტაპზე რიტორიკის იქით. ომის სპეკტაკლი არ გამოუვიდა ჯერ. ამ აღიარებებს აკომიკურებს. ეტყობოდა, როგორ აშინებს დასავლეთის ძალა", — აცხადებს ის.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს.
პუტინმა პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ ბრიფინგზე მიმართა უკრაინის ხელისუფლებასაც და მოუწოდა, რომ "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
ბრიფინგის დროს ის ამბობდა, რომ უკრაინის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა და საუბრობდა "საერთო წარსულზე" და იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ მეზობელი ქვეყანა, არამედ "განუყოფელი ნაწილია". რა თქმა უნდა, გააჟღერა პროპაგანდა და თეორიები იმაზეც, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა დაიწყებს ომს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს და ისევ დაადანაშაულა ქვეყანა მინსკის შეთნახმების დარღვევაში, რომელსაც თავად არ იცავს. დასასრულს მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.
დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე, მოგვიანებით მიიღებდა.
კრემლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომის შემდეგ პუტინი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შესაბამის დადგენილებას, მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივით "უკრაინის აგრესია" დაასახელა. როგორც კრემლი ამბობს, მაკრონმა და შოლცმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომა მაკრონსა და შოლცთან განიხილა. დამატებითი დეტალები უცნობია.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები