ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TIMES HIGHER EDUCATION-ის მსოფლიოს ახალგაზრდა უნივერსიტეტების (YOUNG UNIVERSITY RANKING) რეიტინგში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდა უნივერსიტეტების (Young University Ranking / 50 წელზე ნაკლები) რეიტინგში (The World University Ranking) შევიდა.
მსოფლიოს მასშტაბით სულ 790 უნივერსიტეტი შეფასდა, აქედან რეიტინგში მხოლოდ 539 უნივერსიტეტი მოხვდა, დანარჩენებმა ვერ დააკმაყოფილეს რეიტინგისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც საქართველოდან აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა.
2022 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 14,4 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 108 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 24 600-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 22 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.
Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს:
- სწავლება (30%): სასწავლო გარემო;
- კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია;
- ციტირება (30%): კვლევის გავლენა;
- ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა;
- საერთაშორისო პერსპექტივა/International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.
როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგში ყველაზე დიდი წილი – 60% მოდის კვლევასა და კვლევის გავლენაზე. სწორედ ამ კატეგორიებით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და 34,6 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი). მაგალითისთვის, მადრიდის კარლოს მე-3 უნივერსიტეტს (Carlos III University of Madrid) ციტირების მაჩვენებელი აქვს 28,4, ინგლისის აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტს (University of East London) – 32,3, ხოლო ტაივანის სუნ იატ-სენის სახელმწიფო უნივერსიტეტის (National Sun Yat-Sen University) – რომელიც ტოპ 200 ახალგაზრდა უნივერსიტეტის სიაშია – ციტირების მაჩვენებელია 25,4.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
კომენტარები