პროგნოზირებადი და სამარცხვინო ქმედებაა — ბლინკენი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლად" აღიარებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას პროგნოზირებად და სამარცხვინო ქმედებას უწოდებს.
"რუსეთის მიერ ე.წ. რესპუბლიკების "დამოუკიდებლად" აღიარება, რომლებსაც საკუთარი მარიონეტები მართავენ, პროგნოზირებადი და სამარცხვინო ქმედებაა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას და უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც გუშინ ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი კულებას", — წერს ის ტვიტერზე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.
აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები