რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე ნავთობის ფასი იზრდება
რუსეთსა და უკრანას შორის კრიზისის გამწვავების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა. როგორც ცნობილია, გუშინ, 21 თებერვალს პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა.
სამშაბათის დილის ვაჭრობის შედეგად, აზიაში ნედლი ნავთობის ფასი 3,22%-ით გაიზარდა და ბარელზე 94 დოლარი შეადგინა. იმავდროულად, 1,5%-ით გაიზარდა Brent ტიპის ნავთობის ფასი და ბარელზე 96,82 დოლარი გახდა. ჯამში ნედლი ნავთობის ფასი მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი.
ნავთობის ფასების მიმდინარე ზრდა მსოფლიოში არსებულ დაძაბულ ვითარებას უკავშირდება. ექსპერტების შეფასებით მიმდინარე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ნავთობის ფასი 10 დან 15 დოლარამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსეთი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირისა და ნავთიბუს უმსხვილესი მიმწოდებელი იყო — მიმდინარე დაძაბულობა კი, ნათობის ფასზე მნიშვნელოვან წნეხს ახდენს.
Lipow Oil Associates-ის პრეზიდენტის, ენდი ლიპოუს თქმით, კრიზისის გაუარესების შემთხვევაში ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს ბარელზე 110 დოლარამდე. ლიპოუ ამბობს, რომ ბაზრები დააკვირდებიან საუდის არაბეთს, გაერთიანებულ საემიროებს და ქუვეითს — არსებობს მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები წარმოების დამატებით სიმძლავრეებს გამოიყენებენ. ლიპოუს შეფასებით, ამ ქვეყნებში დღეში დამატებით 3,5 მილიონიდან 4 მილიონამდე ბარელის წარმოება შეუძლიათ.
გუშინ, 21 თებერვალს, პუტინის მიმართვისას, როდესაც მან რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარების შესახებ განაცხადა, რუბლი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ამჟამად ერთი დოლარი 80,07 რუბლად, ხოლო ერთი ევრო 90,7 რუბლად ივაჭრება.
ჯერ კიდევ პუტინის მიმართვამდე რუსული კომპანიების აქციები ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი (MOEX Russia Index) 11%-ით დაეცა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. დღის განმავლობაში ინდექსის 14%-იანი ვარდნაც დაფიქსირდა, რაც 2008 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ბოლო ცნობების მიხედვით, უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 12-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაჭრილი ჯარისკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უწყების განცხადებით, 21 თებერვალს რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 84 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 64 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები