Facebook Protect — ახალი დაცვის სისტემა იმ პირებისთვის, რომელთა ანგარიშები მაღალი რისკის ქვეშაა
სოციალური ქსელების მოხმარების მასშტაბები ყოველდღიურად იმდენად იზრდება, რომ დღეს საარჩევნო კამპანიების ძირითადი ნაწილიც სწორედ მათი საშუალებით ვრცელდება და აღწევს სამიზნე აუდიტორიამდე. შესაბამისად, ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხოების გამოწვევები ექმნებათ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და საჯაროდ აქტიურ პირებს.
ანგარიშებს, რომლებიც საარჩევნო პერიოდის დროს საფრთხეებს აწყდებიან, დამატებითი დაცვის სისტემები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შეიქმნა Facebook Protect-ის პროგრამა, რომელიც თავდაპირველად, 2019 წელს აშშ-ში ჩაეშვა და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც დაინერგება. Facebook Protect უზრუნველყოფს იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომელთა ანგარიშები მაღალი რისკის ქვეშაა.
პროგრამა კანდიდატებს, მათ საარჩევნო კამპანიებსა და თანამდებობის პირებს ეხმარება, ანგარიშებისთვის უფრო ძლიერი დაცვის სისტემები მიიღონ, როგორიცაა 2-ეტაპიანი ავტორიზაცია და პოტენციურ ჰაკერულ თავდასხმებზე დაკვირვება.
Meta-ში CEE საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯეიკობ ტუროვსკიმ განაცხადა, რომ პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ ისინი ანგარიშებს დააკვირდებიან და უკეთესი დაცვის სისტემებს უზრუნველყოფენ.
"ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზას, რომ მავნე აქტორებზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ. შესაძლოა, ვერასდროს დავიჭიროთ ყველა ცუდი აქტორი, თუმცა ეს პროგრამა რამდენიმე ნაბიჯს შორის ერთ-ერთია იმისთვის, რომ მათ ანგარიშების გატეხვა გავურთულოთ", — განაცხადა მან.
როგორ მუშაობს დაცვის სისტემა
პროგრამაში ჩართული ჯგუფები მოიცავს სახალხო დამცველს, ჟურნალისტებსა და თანამდებობის პირებს. მათ, ვისაც Facebook Protect-ის გამოყენების უფლება ექნება, Facebook-ზე გამოუჩნდებათ შეთავაზება, რომ პროგრამას შეუერთდნენ. თუ Facebook-ზე არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დარეგისტრირების უფლება გაქვთ, დამატებით არანაირი ქმედება არ არის საჭირო.
"Facebook Protect-ისთვის ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დარეგისტრირება და 2-ეტაპიანი ავტორიზაცია მაქსიმალურად შეუფერხებელი ყოფილიყო ამ ჯგუფებისთვის. ვიცით, რომ იქნება მცირე ჯგუფი, რომლებიც თავიდანვე არ შეუერთდება პროგრამას, მაგალითად, ისინი ვინც ნაკლებად აქტიურია ჩვენს პლატფორმაზე მოცემული დროის მონაკვეთში. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათთვის, ვინც ხშირად ხდება სამიზნე", — განმარტებულია პროგრამის აღწერაში.
დარეგისტრირებული გვერდების ყველა ადმინისტრატორს მოეთხოვება, რომ გვერდის გამოქვეყნების ავტორიზაცია გაიაროს, მიუხედავად იმისა, ინდივიდუალური ადმინები აირჩევენ თუ არა ამ პროგრამით სარგებლობას. გვერდის გამოქვეყნების ავტორიზაცია მათ, ვინც გვერდს მართავს, სთხოვს, რომ ანგარიშები 2-ეტაპიანი ავტორიზაციით დაიცვან და დაადასტურონ მათი ძირითადი ქვეყნების მდებარეობა. დამატებით, ადმინისტრატორებს მოეთხოვებათ, რომ გვერდი ნამდვილი პროფილებიდან მართონ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები