10 ფილმი, რომელმაც თვალისმომჭრელი კოსტიუმებისთვის ოსკარი მიიღო
ხარისხიანი ნამუშევრის გადაღება მრავალ დეტალთანაა დაკავშირებული: რეჟისორის ხედვა, მსახიობების ოსტატობა და შესრულება, სცენარი და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც დამაჯერებელი ატმოსფეროს შექმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, პერსონაჟების ჩაცმულობაა. ჩაცმულობა ხშირად ეპოქაზე, პერსონაჟის სოციალურ სტატუსზე, პროფესიასა თუ მის ხასიათზე მიგვანიშნებს.
რადგანაც ტანსაცმელი ფილმებში უდიდეს როლს თამაშობს, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარიც დააწესა. ნომინაციაში კი გამარჯვება წლების განმავლობაში არაერთმა გამორჩეულმა ნამუშევარმა მიიღო, რომელთაგან ამ სტატიაში 10 ფილმს წარმოგიდგენთ:
1. Titanic / ტიტანიკი (1998)
ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის დასამახსოვრებელი შესრულებისა და დაუვიწყარი დასასრულის გარდა, ტიტანიკმა ჩვენი გულის მოგება კოსტიუმებითაც შეძლო. დიზაინერი დებორა ლინ სკოტი აღნიშნული ეპოქის ეტიკეტსა და ჩაცმის კულტურაზე წიგნებს ხშირად კითხულობდა, რათა თითოეულ სცენაში ნებისმიერი პერსონაჟის ჩაცმულობა დამაჯერებელი ყოფილიყო.
2. Gladiator / გლადიატორი (2001)
რიდლი სკოტის დაუვიწყარი ფილმი დასამახსოვრებელი კოსტიუმების გარეშე ვერ შედგებოდა. დიზაინერ ჯენტი იეტსის მიხედვით, მთავარ პერსონაჟს ფილმში 12 აბჯარი დასჭირდა. თითოეულ შემთხვევაში აბჯრის 8 ასლს ამზადებდნენ, რომლის ნახევარიც მსახიობის დუბლიორს სჭირდებოდა. აბჯრის დამზადება მარტივი არ იყო, რადგან მას მოხერხებულობისთვის რეზინისგან ქმნიდნენ, თუმცა კოსტიუმს ნამდვილი მეტალისგან დამზადებულის ელფერი უნდა ჰქონოდა.
3. The Lord Of The Rings: The Return Of The King / ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2004)
ბეჭდების მბრძანებლის დაუვიწყარი სამყაროს შექმნა სახასიათო კოსტიუმების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. კოსტიუმები დიზაინერებმა ნაილა დიქსონმა და რიჩარდ ტეილორმა მე-17 და მე-18 საუკუნეების შთაგონებით შექმნეს და დაუვიწყარი სანახაობაც გვაჩუქეს.
4. Memoirs Of A Geisha / გეიშას მემუარები (2006)
ფილმში იაპონელი გეიშების ყოველდღიურობის დასახატად დიზაინერმა კოლინ ეტვუდმა ბევრი იშრომა: ის მუზეუმებში დადიოდა, წიგნებს ათვალიერებდა და აზრს იაპონიის ექსპერტებს ეკითხებოდა. ფილმში კიმონოები აბრეშუმისგანაა დამზადებული, ორნამენტები კი ხელითაა მოქარგული. ამასთან, თითოეულ პერსონაჟს საკუთარი ფერების პალიტრა აქვს, რაც მათი პიროვნებისა და ხასიათის გამოხატვას ემსახურება.
5. Marie Antoinette / მარი ანტუანეტი (2007)
სოფია კოპოლას ფილმისთვის დიზაინერმა მილენა კანონერომ მე-18 საუკუნის ეპოქისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობის სტილითა და დიორისთვის ჯონ გალიანოს მიერ შექმნილი დიზაინებით იხელმძღვანელა. თვალისმომჭრელი კოსტიუმების წყალობით დიზაინერმა დამსახურებული ოსკარი მოიპოვა.
6. Elizabeth: The Golden Age / ელიზაბეთი: ოქროს ხანა (2008)
დედოფალი ელიზაბეთის დამაჯერებლად დასახატად დიზაინერმა ალექსანდრა ბაირნმა დედოფლის რეალური ჩაცმულობით იხელმძღვანელა, თუმცა გადაწყვიტა, სამოსისთვის რეალურისგან განსხვავებული ფერების პალიტრა გამოეყენებინა, რათა ელიზაბეთი სხვა პერსონაჟებისგან გამორჩეული ყოფილი.
7. The Great Gatsby / დიდი გეტსბი (2014)
დეიზის დაუვიწყარი სტილი კარნავალებზე დღემდე დიდი პოპულარულობით სარგებლობს და სამართლიანადაც. დიზაინერმა კეტრინ მარტინმა ფილმისთვის კოსტიუმები 1920-იანი წლების შთაგონებით შექმნა, რათა აღნიშნული ეპოქა ეკრანზე დამაჯერებლად გაეცოცხლებინა, რაც მშევნივრად გამოუვიდა.
8. The Grand Budapest Hotel / სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი (2015)
უეს ანდერსონის დეტალებისადმი ყურადღებას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი კოსტიუმების დიზაინითაც გამოირჩევა. ფილმის კოსტიუმებზე იტალიელმა მილენა კანონერომ იმუშავა. მან დაუვიწყარი სამოსის შესაქმნელად ისეთ გავლენიან ბრენდებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა ფენდი და პრადა.
9. Mad Max: Fury Road / შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა (2016)
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის ათჯერ ნომინირებულმა ჯენი ბივენმა მაყურებლებს იმედი არ გაუცრუა და თვალისმომჭრელი კადრებითა და დასამახსოვრებელი სიუჟეტით გამორჩეული ფილმისთვის დაუვიწყარი კოსტიუმები შექმნა.
10. Black Panther / შავი პანტერა (2019)
შავი პანტერას დიზაინერი რუთ კარტერი პირველი აფრიკელი ამერიკელი ქალია, რომელმაც საუკეთესო კოსტიუმის დიზაინის ნომინაციაში გაიმარჯვა და დამსახურებულადაც. კოსტიუმები ტრადიციული აფრიკული ტომების ნამდვილი ტანსაცმლისა და აქსესუარების შთაგონებითაა შექმნილი, რაც ფილმს კიდევ უფრო საუცხოო ელფერს სძენს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები