სასულიერო პირები და თეოლოგები უკრაინის საკითხზე საპატრიარქოს მიმართავენ
სასულიერო პირები და თეოლოგები პატრიარქსა და წმინდა სინოდს მოუწოდებენ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება. მათი თქმით, საქართველომ უნდა გაწყვიტოს კავშირი რუსეთის ეკლესიასთან, "რომელიც რუსეთის ხელისუფლების მსგავსად ანალოგიური აგრესიით პოზიციონირებს საერთო მართლმადიდებლურ სამყაროში და თავად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე".
"მოვუწოდებთ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს, გამოიყენონ ისტორიული შანსი, შეახსენონ დანარჩენ მსოფლიოს უკრაინის დარად საქართველოს უმძიმესი ტკივილი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სისხლიან ოკუპაციასთანაა კავშირში და ამგვარად შეუნარჩუნონ ღირსება ივერიის უძველეს საყდარსა და ქართულ საზოგადოებას", — წერია მიმართვაში.
სასულიერო პირები და თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქომ უნდა დაგმოს მოიერიშე მხარის ინტერვენციული ქმედებები და არა უბრალოდ "საომარი ვითარებით მოსალოდნელი მსოფლიო ტრაგედია".
"ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია, სახელდობრ, კათოლიკოს-პატრიარქი და წმ. სინოდის ეპისკოპატი — საკუთარი სამღვდელოებითურთ ვალდებულია, დაეყრდნოს სახარებისეულ პრინციპებს, გაიაზროს ისტორიული საფუძვლები, პირუთვნელად მიუდგეს კანონიკურ ნორმებს, უარი თქვას კონიუნქტურულ არგუმენტაციაზე და გამოხატოს სრული მხარდაჭერა, როგორც უკრაინელი მართლმადიდებელი ძმების უსაფრთხოების ნაწილში, რომელიც მათ ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს, ისე დამოუკიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობის საკითხშიც და შევიდეს ევქარისტიულ ერთობაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პირველიერარქ — უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანესთან", — ვკითხულობთ მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
- არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი);
- იღუმენი დანიელი (გვილავა);
- მღვდელმონაზონი ლუკა (იბრაგიმოვი);
- დეკანოზი ზაზა თევზაძე;
- დეკანოზი ილია ჭიღლაძე;
- დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი;
- მღვდელი მირიან მესხაძე;
- მღვდელი გაბრიელ ღლონტი;
- მღვდელი ილია ასათიანი;
- მღვდელი გიორგი ღიბრაძე;
- დიაკონი კონსტანტინე გაბისონია;
- დიაკონი ანანია კალანდია;
- ბერ-დიაკონი პეტრე (ღუდუშაური);
- იღუმენია თამარი (გამყრელიძე);
- მონაზონი მარკოზი (წულაია);
- მონაზონი ბასილი (გვილავა);
- მონაზონი ამბროსი (სხულუხია);
- მონაზონი დავითი (ხელაია);
- მონაზონი მიქაელი (ჯალაღონია);
- მონაზონი მართა (ლაბაძე);
- მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე);
- თეოლოგები;
- ბასილ კობახიძე;
- გოჩა ბარნოვი;
- ზურაბ ჯაში;
- ვანო შოშიაშვილი;
- შოთა კინწურაშვილი;
- ზვიად ცაბაძე;
- გიორგი ტიგინაშვილი;
- გიორგი გეგუჩაძე;
- რატი ბიგანიშვილი;
- გურამ პაპავა;
- დავით ნებიერიძე;
- მამუკა ხითარაშვილი;
- ლაშა ჯიხვაშვილი;
- მიხეილ ნებიერიძე.
საპატრიარქომ დღეს ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა არცერთში არ უხსენებიათ რუსეთი. მათი თქმით, განვითარებული მოვლენები სერიოზული სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს, თუმცა ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა კიდევ არის. უნდა ითქვას, რომ პატრიარქის განცხადება Twitter-ზე გავრცელდა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები