ირაკლი კობახიძე

25 Feb. 2022, 22:54

ეს დღე ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა მოღალატეებიც, რომლებიც 1921 წელს შემოუძღვნენ საბჭოთა არმიას საქართველოში. სამწუხაროა, რომ ასეთი მოღალატეები დღესაც მრავლად გვახვევია თავს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩაატარეს ალტერნატიული არაფორმალური არჩევნები, 2007 წელს აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი, დააანონსეს ცხინვალის რეგიონში სამხედრო გზით კონსტიტუციური წესრიგის დამყარება. ყველა ამ ნაბიჯით რუსეთს შეუმზადეს ნიადაგი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სრული ოკუპაციისთვის, რის შემდეგაც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებასა და კასეტური იარაღით დაბომბვაში დაადანაშაულეს.

იგივე ადამიანები დღეს ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში 2008 წლის მოვლენები განმეორდეს. სწორედ ამისთვის ითხოვენ ისინი სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. სწორედ ამისთვის ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, როცა თავადვე იციან, რომ ამ სანქციების თუნდაც ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის პრაქტიკულად ნულოვანი იქნება, საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის კი ძალიან მძიმე. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ყოველდღიურად ახალ პროვოკაციებს, რომელთა ნამდვილი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის პოზიციების გამაგრება ან უკრაინის დახმარება, არამედ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მოტანაა. მათ უნდა იკმარონ ის ზიანი, რომელიც ქვეყანას მოუტანეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაწარმოოთ რაციონალური პოლიტიკა და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ