არქი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინის მოქალაქეებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ არქი მზადაა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად შესაბამის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეთანამშრომლოს.

გარდა ამისა, კომპანია უკრაინაში მყოფ არქელ ემიგრანტებს არსებული დავალიანების დაფარვაში სპეციალურ საშეღავათო პირობებსა და საჭიროების შემთხვევაში, დროებით საცხოვრებლად კონპანიის ხელთ არსებულ გარემონტებულ ბინებს სთავაზობს.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და თითოეული ქართველი, ვისაც შეუძლია თავისი წვლილი გაიღოს მეგობარი სახელმწიფოს დასახმარებლად, შემოგვიერთდება და ერთად დავუდგებით გვერდში უკრაინის მოქალაქეებს!" — ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.