გაზპრომი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ კომპანიას ხსნის
Sputnik-ის ინფორმაციით, გაზპრომი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შვილობილ კომპანიას ხსნის, რომელიც რეგიონის ენერგეტიკული მრეწველობის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი და მისი გაზიფიკაციით დაკავდება. ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვისა და გაზპრომის თავჯდომარის მოადგილის, ვალერი გოლუბევის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
გასული წლის ივნისში თიბილოვმა რეგიონის გენერალური გაზიფიკაციის შესახებ სქემა დაამტკიცა, რომელიც 200 დასახლებული პუნქტის გაზით მომარაგებას ითვალისწინებს. თიბილობის თქმით, სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებას მიიღებს იმისთვის, რომ რეგიონში ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და ომით გამოწვეული პრობლემები მოგვარდეს:
"ამიტომაც გაზიფიკაციის პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით მოსახლეობა არც ისე თავდაჯერებულად გრძნობს თავს. არის შემთხვევები, როდესაც ისინი საცხოვრებლად სხვა რეგიონებში გადადიან. ამავდროულად, ცხინვალში და უახლოეს დასახლებულ პუნქტებში, სადაც ბუნებრივი გაზი უკვე გაყვანილია, მოსახლეობა უფრო მშვიდადაა, მობილიზებულია მუშაობაზე და აქტიურად ირჯება თავის მიწაზე".
გოლუბევის განმარტებით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტისა და ენერგეტიკის მინისტრის დავალებების შესასრულებლად კეთდება და რეგიონის ენერგეტიკულ განვითარებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, გაზპრომი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ იმ ვარიანტზე შეჩერდნენ, რომელიც ბელორუსში ყირგიზეთსა და სომხეთშია აპრობირებული:
"იქ არის ჩვენი შვილობილი კომპანიები, რომლის ფუნქციონირებაზეც მთელი ფინანსური, ეკონომიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა გაზპრომს აქვს დაკისრებული".
მისი განმარტებით, შეხვედრაზე მხოლოდ ტექნიური საკითხები განიხილეს. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ყველა პროცედურა სექტემბრისთვის დასრულდებოდა იმისთვის, რომ გაზპრომმა საჭირო თანხების 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება შეძლოს.
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
კომენტარები