თეა წულუკიანი

1 Mar. 2022, 01:20

მივედი იმ დასკვნამდე, რომ არიან ადამიანები, ძალები, რომ ოღონდაც ეს მთავრობა გადააყიალონ და იმის იქით ვერაფერს ხედავენ. თუნდაც ეს დაჯდეს ქართველი ადამიანის სისხლად, მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, აქ იქნება თუ არა ომი, აი, ეს დასკვნა გავაკეთე მე, იმ ფაქტებისა და გამონათქვამების ანალიზით, რაც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვიხილეთ. არცერთი მისწრაფება იქითკენ, რომ სახელმწიფოს ვინც მართავს, იმ გუნდს ხელი შეუწყონ, არცერთი მოწოდება იქითკენ, რომ ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთონ. ერთი და იგივე სცენარი — როგორ შევცვიდეთ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში, როგორ ავურიოთ იქ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა.

დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომაც მე ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის, ომის შემდეგ, ამჟამინდელ მთავრობის შეფასებებზე ჩვენი ქვეყნის, მე უარს ვამბობ რამე ტიპის კომენტარზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ