უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო Green Day-მ უარი განაცხადა მოსკოვში კონცერტის ჩატარებაზე, რომელიც მაისში იგეგმებოდა.

გასულ კვირას ბილი ჯო არმსტრონგმა ბენდის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში დაგეგმილი შოუს გაუქმების შესახებ ინსტაგრამზე განაცხადა. ამ შოუს 45 ათასზე მეტი ადამიანი უნდა დასწრებოდა.

"ამ ყველაფრის ყურება ძალიან გვიმძიმს და მიმდინარე მოვლენების ფონზე ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ჩვენი მომავალი მოსკოვის შოუ გავაუქმოთ", — წერს Green Day ინსტაგრამზე.

"ყველას გვესმის, რომ ეს მოვლენები კონცერტებსა და შოუებს კი არ ეხება, არამედ ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ისიც ვიცით, რომ როკ-ენ როლი მარადიულია და დარწმუნებულები ვართ, რომ მუსიკასთან დაბრუნების დრო და ადგილიც მალე გამოჩნდება.თუ კონცერტის ბილეთი შეძენილი გქონდათ, თანხას უკან დაიბრუნებთ. დარჩით უსაფრთხოდ", — ვკითხულობთ Green Day-ის ინსტაგრამზე.