პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ მკაფიო განცხადებებში — ზურაბიშვილი საგარეოს პოსტზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტს, რომელშიც 6 პუნქტად ჩამოთვლილია, რა გააკეთეს უკრაინისთვის და აწერს, რომ "პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში". ამ პოსტმა დღეს საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია იმის გამო, რომ მხარდაჭერის და სოლიდარობის 6-დან ერთი მაგალითი ანძის და მოედნის განათებაა.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკის კრიტიკისა და ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ჩამოთვალა, რა გაუკეთა უკრაინას. შესაბამისი პოსტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, სადაც პუნქტებად ჩამოთვალა გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც სულ ექვსია.
"საქართველომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მყისიერად დააფიქსირა მზაობა და განახორციელა ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა მიმართულებით", — წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეს არ არის ერთადერთი პოსტი, რომელიც სამთავრობო გვერდებზე ელჩის გაწვევის შემდეგ გამოქვეყნდა. მთავრობის ფეისბუქზე დაიდო ვიდეო და ტექსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ". პოსტში ამკტიცებენ, რომ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ მოხალისეების წასვლას უკრაინაში საბრძოლველად იწუნებენ, მეტიც, იმეორებენ, რომ ეს "აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა".
ტრადიციულად, სამთავრობო გუნდს არ დაავიწყდა ნაციონალური მოძრაობაც და ამჯერად მათ ომში ჩათრევის მცდელობა დააბრალა. მთავრობა იმასაც კი ამტკიცებს, რომ პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. არადა, რამდენიმე კვირის განმავლობაში სამთავრობო გუნდს სწორედ დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და პრემიერს სოლიდარობის გამოხატვას სთხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ და დღეს უკრაინის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საქართველოს მთავრობა ღიად გააკრიტიკეს და მათზე საუბრისას გამოიყენეს ფრაზები "ამორალური" და "იმედია ღარიბაშვილი გამოიჩენს გამბედაობას". კერძოდ, გუშინ უკრაინის პრემიერმა დატვიტა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში". ასე გამოეხმაურა ის ქართველი მოხალისეების უკრაინაში არგაშვებას. დღეს კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო ქვეყნიდან ელჩს გაიწვევს.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები