მექსიკა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ისაუბრა. მის კომენტარს Reuters ავრცელებს.

"ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახის ეკონომიკურ რეპრესიას, რადგან გვინდა, რომ მსოფლიოში ყველა მთავრობასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს", — განაცხადა მან.

მედიის ცნობით, ობრადორმა გააკრიტიკა რუსულ სახელმწიფო მედიებზე დაწესებული შეზღუდვებიც.

"არ ვეთანხმები, რომ მედია რუსეთიდან ან ნებისმიერი ქვეყნიდან ცენზურის ქვეშაა", — ამბობს ის.

თვეების განმავლობაში პუტინს აფრთხილებდნენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში მკაცრ სანქციებს დაუწესებდნენ. დღეს, როცა ესკალაცია სულ უფრო ღრმავდება, ევროკავშირი და აშშ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოვლენების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, უფრო მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სანქცირებულთა სიაც.

ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ რა სახის სანქცია დაუწესა რუსეთს და განახლებად რეჟიმში გაეცნოთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სიას, რომლებსაც მსოფლიომ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო უპასუხა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში