როგორ ავარიდოთ თავი ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენებას
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პარალელურად სოციალურ მედიაში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, რომელიც საომარი მოქმედების სცენების ილუსტრაციად გამოიყენება. გარკვეულ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მცდარი აღწერით განზრახ ვრცელდება, ზოგ შემთხვევაში კი სოციალური მედიის მომხმარებლები ან მედიასაშუალებები მსგავსს კადრებს გადამოწმების გარეშე ავრცელებენ.
იმისთვის, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ, შეგიძლიათ ეწვიოთ მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების რესურსების ბაზას და სხვადასხვა ინსტრუმენტებით ფოტოს და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუქციას გაეცნოთ.
გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომზე უკვე გადამოწმებული მასალების სანახავად, შეგიძლიათ მედიის განვითარების ფონდის პლატფორმას მითების დეტექტორს ეწვიოთ, რომელიც ფეისბუქის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია საქართველოში და ამჟამად რუსულენოვანი მედიებით გავრცელებულ ყალბ ცნობებსაც ამოწმებს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 დეზინფორმაციულ მასალას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
1. რუსეთი უკრაინის ნაცვლად
ვიდეო 2020 წელს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის კადრებს ასახავს და არა — უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს.
2. ჩინეთში საწყობის აფეთქება უკრაინის მოვლენების ნაცვლად
ვიდეო კადრები ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქებას ასახავს და არა — უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს.
3. ხარკოვი 2014 წელს 2022 წლის ნაცვლად
Reuters-ის ფოტო 2014 წელს პრო-რუსი აქტივისტების მიერ ხარკოვის რეგიონული საბჭოს შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვას ასახავს და არა — რუსეთის მიერ ხარკოვის აღებას.
4. სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაცია დონბასის ნაცვლად
ვიდეო სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ასახავს და არა — დონბასში უკრაინული ბაირაქტარების მიერ რუსული ტანკების დაბომბვას.
5. ვიდეოთამაში War Thunder უკრაინის ნაცვლად
კადრები არა უკრაინაზე თავდასხმას, არამედ ვიდეოთამაშ War Thunder-ის ფრაგმენტებს ასახავს.
6. ელექტროსადგურზე მეხის დაცემა მარიუპოლის დაბომბვის ნაცვლად
ვიდეო ომის დაწყებამდე, 29 იანვარს ელექტროსადგურზე მეხის დაცემის კადრებს ასახავს და არა — მარიუპოლის მასშტაბურ დაბომბვას.
7. 2016 წლის რუსი პარაშუტისტები და არა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომი
კადრები 2016 წელსაა გადაღებული და ყველაზე ადრეული აღწერის მიხედვით, რუს პარაშუტისტებს ასახავს.
8. ქალაქ კახოვკა კიევის მისადგომების ნაცვლად
ვიდეო არა კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას, არამედ 2018 წლიდან გავრცელებულ ქალაქ კახოვკის კადრებს ასახავს
9. 2014 წლის მაიდნის კადრები 2022 წლის უკრაინის ნაცვლად
ვიდეო, რომელიც კიევის ქუჩებში "მოლოტოვის კოქტეილებით" ტანკზე თავდასხმა ასახავს, 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროსაა გადაღებული და არა — 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს.
10. დონეცკი კიევის მისადგომების ნაცვლად
ფოტო არა კიევის მისადგომებთან, არამედ დონეცკშია გადაღებული 22 თებერვალს.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები