დღეს ცნობილი გახდა, რომ Honda-მ შეაჩერა მანქანებისა და მოტოციკლების ექსპორტი რუსეთში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მეტი იაპონური ავტომწარმოებლები შეუერთდებიან იმ კომპანიების სიას, რომლებიც შეწყვეტენ ბიზნესს რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

დასავლურმა კომპანიებმა დაგმეს რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიის გამო, შეაჩერეს ამ ქვეყანასთან გაყიდვები და განაცხადეს, რომ შეწყვეტენ ყველა ინვესტიციას. მაგალითად, Ford Motor-მა და სხვა გლობალურმა ავტომწარმოებლებმა უკვე თქვეს, რომ შეაჩერებენ ოპერაციებს. თუმცა, იაპონური კომპანიების ხმა აქამდე არ ისმოდა, ამის ფონზე ჰონდას ენ ნაბიჯი ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი მომენტია.

Honda-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ შეჩერების მიზეზი მანქანების გადაზიდვისა და გადახდების სირთულე გახდა. როგორც ჩანს, ჰონდას მაზდაც უერთდება — Mazda Motor Corp ასევე გეგმავს შეაჩეროს ავტონაწილების ექსპორტი რუსეთში, იტყობინება გაზეთი Nikkei.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Honda-სა და Mazda-ს მალე სხვა იაპონური კომპანიებიც მიჰყვებიან. სანქციებზე საუბრობს Mitsubishi-იც.

ცნობისთვის, ავტომობილები და ავტონაწილები შეადგენდნენ იაპონიის რუსეთში ექსპორტის ნახევარზე მეტს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.