"პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისთვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს" — 58 NGO უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს
58 არასამთავრობო ორგანიზაცია უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისთვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. ისინი აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული მსოფლიოს ვალია უთანასწორო ბრძოლაში უკრაინას მხარი დაუჭიროს.
"ჩვენ, საქართველოსა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, შემოუერთდნენ ჩვენს მიმართვას მსოფლიოს მთავრობებისადმი, რომ მათ მკაცრი, ერთიანი და ძლიერი რეაგირება მოახდინონ რუსეთის ამ თავხედურ და დანაშაულებრივ ქმედებაზე. მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა ნადგურდება, სანახევრო ზომების დრო არ არის. პუტინის რეჟიმმა ამ დანაშაულებისათვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს", — ნათქვამია განცხადებაში.
ისინი დემოკრატიული მსოფლიოს მთავრობებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებენ. NGO-ების თქმით, მათ უნდა გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
"მიაწოდონ ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, და უზრუნველყონ უკრაინის საჰაერო დაცვა სხვა საშუალებებით, როგორიცაა, პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნის შესაბამისად, კიევის კონტროლქვეშ არსებული უკრაინის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებზე არა-საფრენი ზონების გამოცხადება და აღნიშნულ ზონებში ფრენის აკრძალვის უზრუნველყოფა", — ამბობენ ისინი.
გარდა ამისა, მოუწოდებენ მათ უკრაინელ ხალხს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო პირობები შექმნან.
"მიგვაჩნია, რომ უკრაინა ამ ომში მთელი კონტინენტისა და დემოკრატიული მსოფლიოსთვის იბრძვის და ჩვენი ვალია, უკრაინის გმირს ხალხს მხარი დავუჭიროთ. ახლა მოქმედების დროა! Слава Україні!" — აღნიშნულია განცხადებაში.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- საზოგადოება და ბანკები;
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- მწვანე ალტერნატივა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საფარი;
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC);
- საქართველოს პენცენტრი;
- ევროპის ფონდი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG);
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
- ცენტრი ემპათია;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- ლიბერალური აკადემია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- უფლებები საქართველო;
- საქართველოს მედია კლუბი;
- კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის;
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
- ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;
- საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა;
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი — JRC;
- გორის საინფორმაციო ცენტრი;
- დემოკრატ მესხთა კავშირი — UDM;
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-უკრაინა;
- აღმოსავლეთ ევროპის ფონდი (EEF) უკრაინა;
- ინოვაციების განვითარების ცენტრი (CID) უკრიანა;
- მდგრადი განვითარების ინიციატივების ცენტრი (CSDI);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების უკრაინული ასოციაცია, ძლიერთა ლიგა
- კარიტასი — კიევი;
- გაერთიანებული მოქმედებების ცენტრი (Centre UA);
- სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი - TIRA;
- არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სინერგია;
- უკრაინული კოალიცია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე; პირთათვის (NGO კოალიცია);
- შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია (ასოციაცია Djerela);
- საქველმოქმედო ორგანიზაცია სიცოცხლის 100%, კიევის რეგიონი;
- საქველმოქმედო ორგანიზაცია School-Steps;
- უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფონდი;
- საერთაშორისო ჯანმრთელობის უფლება;
- დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ცენტრი;
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია სოციალური სინერგია;
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია უკრაინის ბავშვთა უფლებების ქსელი;
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
- პირთათვის;
- SOS საერთაშორისო ბავშვთა სოფელი უკრაინა.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები