რადიოაქტიური მასალა არ გავრცელებულა — ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ რადიოაქტიური მასალა არ გავრცელებულა.
"ჩვენ გაგვიმართლა, რომ რადიოაქტიური მასალა არ გავრცელდა და რეაქტორების მთლიანობა არ დაირღვა", — თქვა მან პრესკონფერენციაზე.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადგურზე კონტროლი რუსებს აქვთ, რეაქტორები უსაფრთხოა. თუმცა ელექტროსადგურის ქარხნის ოპერატორმა და მარეგულირებელმა სააგენტოს განუცხადა, რომ ადგილზე "უკიდურესად დაძაბული და რთული" სიტუაციაა.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათივე ცნობით, ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგულაციების უსაფრთხოების შესაბამისად უზრუნველყოფს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში, სწორედ ის დაბომბეს რუსებმა ომის მეცხრე დილას, შედეგად ხანძარი გაჩნდა. ელექტროსადგურის კამერებიდან პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა შეტაკებები და იყო აფეთქებები. უკრაინული სახელმწიფო უწყებების განცხადებით, სროლის გამო ადგილზე ვერ შედიოდნენ მაშველები და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა.
მოგვიანებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
- თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება — კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
- "ევროპამ უნდა გაიღვიძოს" — ზელენსკიმ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას "ბირთვული ტერორი" უწოდა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია. ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის შვიდი ბირთვული დანადგარი, ექვსი ელექტროსადგური და საწყობი. მე-2 და მე-3 ბლოკები უსაფრთხოდ დაიხურა, მე-4 ბლოკი ახლა ფუნქციონირებს. პირველი ენერგობლოკი შეკეთების პროცესშია (მას დაესხნენ თავს). მე-5 და მე-6 ბლოკები რეზერვშია და უსაფრთხოდაა. მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრე საკმარისია", — აცხადებს უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ არ დაფიქსირებულა რადიაციული დონის ცვლილება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ბორის ჯონსონი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოითხოვს უახლოეს საათებში.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები