უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
პროკურატურის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი საკასაციო საჩივარი და საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია, დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
უზენაესმა დაადგინა, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას:
"როლანდ ახალაიამ პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კანონის გვერდის ავლით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ ჩაარიცხინა კერძო ფირმის ანგარიშზე".
სასამართლომ მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
როლანდ ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით პროკურატურამ გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქმის დეტალები
"2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას, როლანდ ახალაიამ მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული ანაკლიის განვითარების ფონდის ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია სანის საბანკო ანგარიშს.
მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს სანის საბანკო ანგარიშზე. თანხა სრულად გაიხარჯა ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდევინებისათვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი შპს სანის ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად გაიხარჯა შპს სანის მიერ კომერციული მიზნებისთვის".
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები