რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელი Facebook დაბლოკა. კავშირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის, როსკომანდზორის განცხადებით, ეს საპასუხო მოქმედება იყო ამ სოციალურ ქსელში რუსული მედიის დაბლოკვაზე.

უწყება მიიჩნევს, რომ 2020 წლის შემდეგ, FB-ს მხრიდან რუსული მედიის "დისკრიმინაციის" 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღეებში ფბ-მ შეზღუდა წვდომა ტელეარხ ზვეზდაზე და შემდეგ საინფორმაციო რესურსებზე — RIA Novosti, Sputnik, Russia Today, Lenta.ru და Gazeta.ru.

რუსული გაზეთი წერს, რომ აქამდე როსკომანდზორმა არაერთხელ მიმარტა ფეისბუქს რუსული სახელმწიფო მედიებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე, ასევე პროპაგანდისტული კამპანიის აღკვეთის შესახებ. ეს პროსახელისუფლებო გამოცემა განმარტავს, რომ ამაში იგულისხმება მედიები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე". სავარაუდოდ საუბარია კრიტიკულ რუსულ მედიებზე, რომლებიც პროკურატურამ იმის გამო დაბლოკა, რომ ომს ომი უწოდეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში