ბლინკენი და კულება პოლონეთის საზღვარზე შეხვდნენ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პოლონეთის საზღვარზე შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემა რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებს, უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდებასა და მსოფლიოდან რუსეთის იზოლაციას შეეხებოდა. უწყების ცნობითვე, ბლინკენმა აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ.
სამინისტროს განცხადებით, კულება აღნიშნა, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს, რადგან ხალხი საკუთარი მიწის დასაცავად იბრძვის და სიმართლე მათ მხარესაა.
"უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, რადგან ეს ხალხის ომია საკუთარი მიწისთვის და სიმართლე ჩვენს მხარესაა. აქ საკითხი დგას იმაში, თუ რა ფასად დაგვიჯდება გამარჯვება. თუ პარტნიორები განაგრძობენ გადამწყვეტ ქმედებებს, გაზრდიან რუსეთზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას, მოგვაწვდიან საჭირო იარაღს, უკრაინისთვის ფასი ნაკლები იქნება. ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩევს", — თქვა კულებამ.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი, კერძოდ ცის დაცვა რუსული ავიაციისა და რაკეტებისგან. ბლინკენი და კულება უკრაინის რუსეთისგან საჰაერო ბარბაროსული მოქმედებებისგან თავდასაცავად შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
უწყების განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა განაგრძოს. ამასთან, ყურადღება გაამახვილა მთელი მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერის უპრეცედენტო ტალღაზე.
"პუტინმა დაუშვა საშინელი, საშინელი შეცდომა ბევრი თვალსაზრისით. მას ეგონა, რომ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არ არსებობს. უკრაინელი ხალხი საპირისპიროს ყოველდღიურად ამტკიცებს. ძალა, მონდომება და მიზანდასახულება აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერით საბოლოოდ გაიმარჯვებს, პირდაპირ ვამბობ. ვეთანხმები მინისტრ კულებას, რომ საკითხი გამარჯვების ფასში დგას", — თქვა მან.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები