ოლენა ზელენსკა

7 Mar. 2022, 00:51

ოკუპანტები უკრანელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად [...] რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, რომ რუსულმა ჯარმა სროლა შეწყვიტოს და ჰუმანიტარულ დერეფნებს დათანხმდნენ [...]

ასეთი დერეფნები ახლა უკრაინის ყველა ქალაქშია საჭირო. სარდაფებში საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაძლოა, ასობით ბავშვი დაიღუპოს. ერთი კვირაა მათთან კონტაქტი არ მქონია. ოკუპანტები ესვრიან ოჯახებსა და მოხალისეებს, როდესაც ისინი ქალაქიდან გასვლას, ან ქალაქამდე მიღწევას ცდილობენ. 

მოვუწოდებ ყველა მედიას. გააშუქეთ ეს საშინელი ფაქტები: რუსი დამპყრობლები კლავენ ბავშვებს და ამას გამიზნულად აკეთებენ, ისინი ესვრიან მსხვერპლს და არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. 

აჩვენეთ ეს რუს დედებს. შესაძლოა, არ იციან, რას აკეთებენ მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს. ეს მათი ქმრები, ძმები, თანამემამულეები არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს და შესაძლოა, ჰყავთ საკუთარიც. ვინც ჩუმად ეთანხმება ამ დანაშაულს პასუხისმგებელია ყველა უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე. 

NATO-ს ქვეყნებო! ერთხელ და სამუდამოდ დახურეთ საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ თქვენები არ დაიღუპონ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ