დემნას ახალი კოლექცია — წინააღმდეგობისა და შიშის ექსპრესია
დემნა გვასალიამ, რომელმაც საქართველო 90-იანი წლების არეულობის ფონზე დატოვა, პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექციით მნიშვნელოვანი სათქმელი გადმოსცა.
დემნა გვასალიამ 2015 წელს მოახერხა, მოდის ინდუსტრიაზე საკუთარი კვალი დაეტოვებინა, თუმცა მისი წლევანდელი ნამუშევარი დიზაინერის ინდივიდუალიზმს სულ სხვა სიმძლავრით გვაჩვენებს.
კვირას, Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომის შოუზე მისულ სტუმრებს ადგილებზე ორი, დიდი ზომის მაისური დახვდათ — მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იყო და თან დიზაინერის მიერ დაწერილი წერილი ახლდა.
"უკრაინაში დაწყებულმა ომმა ის ტრავმა გამიღვიძა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, იმ დროიდან, როცა იგივე მოხდა ჩემს ქვეყანაში და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, რადგან ეს არის ტკივილი, რომელიც შენში უწყვეტად რჩება — შიში, სასოწარკვეთა და იმის გაცნობიერება, რომ მარტო ხარ. Სწორედ მაშინ მივხვდი, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში — თავად ცხოვრება, ჰუმანურობა, სიყვარული და თანაგრძნობა.
სწორედ ამიტომ გამიჭირდა ამ კოლექციაზე მუშაობა. ასეთ დროს მოდა კარგავს თავის აქტუალობას და არსებობის რეალურ უფლებას, ის თითქოს აბსურდულად გამოიყურება. ერთი წუთით ისიც ვიფიქრე, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემი გუნდი ამდენს ვმუშაობდით. შემდეგ მივხვდი, რომ ამ კვირეულის გაუქმება ნიშნავს დანებებას იმ ბოროტების წინაშე, რომელსაც უკვე თითქმის 30 წელია მტკივნეულად განვიცდი და მტკიცედ გადავწყვიტე, რომ საკუთარ ნაწილებს ეგოსა და უაზრო, უგულო ომის გამო აღარ დავთმობ.
მნიშვნელოვანია ავხსნა შოუს რეალური მიზანი — სინამდვილეში, ეს არის სიმამაცის, წინააღმდეგობის, სიყვარულისა და მშვიდობისათვის თავდადების ჩვენება"
დემნა საქართველოში დაიბადა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროს, ოჯახთან ერთად გაიქცა; ჯერ უკრაინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ — გერმანიაში. საქართველოს ისტორიასა და წარსულს დემნა აქამდეც გამოხმაურებია თავისი შემოქმედებით — მაგალითად, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექციით.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომის კოლექცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ახალ შუქზე გვიჩვენებს ამტანობისა და გამძლეობის, წინააღმდეგობისა და სიმამაცის იდეებს — გარდაქმნილს ტანსაცმელში.
Balenciaga-ს ახალ შოუზე მოდელები ზამთრის ლანდშაფტში მოაბიჯებდნენ, რამაც საქართველოს მაცხოვრებლებს დევნილების მიერ გავლილი ჭუბერის გზა გაახსენა. დიდი ზომის ქურთუკები, ლაბადები — თავდაპირველად კოლექციას კლიმატის ცვლილებებისათვის უნდა გაესვა ხაზი. როგორც დემნამ ბრიტანულ Vogue-ს განუცხადა, იმის ჩვენება უნდოდა, რომ ადამიანები ამინდს ისე ვიღებთ, როგორც მოცემულობას, თუმცა 50 წელში შეიძლება კონკრეტული ამინდის გამოსაცდელად ხელოვნური გარემოს შექმნა დაგვჭირდეს, შემდეგ კი მისი ჩანაფიქრი სულ სხვა რამეში გადაიზარდა — როგორც ხდება ხოლმე.
Balenciaga ერთ-ერთი პირველი მსხვილი ბრენდი იყო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა. მოდის სახლმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამიდან ყველა ფოტო წაშალა, მხოლოდ უკრაინის დროშა დატოვა. 2022 წლის შემოდგომის ჩვენება კი იმით გაიხსნა, რომ დემნამ უკრაინელი მწერლის, ალექსანდრე ოლესის ლექსი უკრაინულ ენაზე წაიკითხა.
"ომში მხოლოდ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. მე ამას განვიცდი და ჩემს გონებაში 30 წელი ვბლოკავდი, სანამ გასულ კვირას ახალი ამბების კითხვა დავიწყე", — განუცხადა მან ბრიტანულ Vogue-ს, — "ძველი ტკივილი მთელი სიმძაფრით დამიბრუნდა, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს გამოვლილი აქვს. ჩემი მესიჯი არის სიყვარული, ყოველთვის".
ამავე თემაზე: უკრაინის ომმა ჩემში ის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წლიდან მომყვება — დემნა გვასალია
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები