მოსკოვში მე-6 კლასელმა მასწავლებელს უკრაინაში ომზე ჰკითხა, ბავშვს პოლიციამ სახლში მიაკითხა — ნოვაია გაზეტა
"დისიდენტი მე-6 ა-დან" — ასე ჰქვია ნოვაია გაზეტას სტატიას, სადაც ვკითხულობთ მე-6 კლასელ ბიჭზე, რომელმაც მოსკოვში გაკვეთილზე უკრაინაში ომზე იკითხა და ამის გამო პოლიციის ყურადღების ქვეშ მოექცა.
ნოვაია გაზეტას მოსწავლის დედა ესაუბრა. ბიჭი 12 წლისაა, როგორც დედა ამბობს, უკრაინელი ფესვები აქვს და რაც ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება, მისთვის მტკივნეულია. მისი თქმით, 4 მარტს ისტორიის გაკვეთილზე ბავშვმა იკითხა, რატომ დაიწყო პუტინმა სპეცოპერაცია. ეს ფრაზა რუსულ მედიას ბრჭყალებით აქვს გამოტანილი, რადგან ქვეყანაში ომის ხსენების გამო ჟურნალისტებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სავარაუდოდ, ბიჭმა სიტყვა ომი ახსენა, რადგან როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მასწავლებელმა მას შენიშვნა მისცა და უთხრა რომ ეს სპეცოპერაციაა. მანვე უპასუხა, რომ არ იცის სად არიან ახლა რუსული ჯარები, მაგრამ თუ გაჩერდებიან უკრაინის აგრესია გაგრძელდება.
მასწავლებელს უთქვამს ისიც, რომ უკრაინის და აშშ-ის სპეციალისტები ფეიკებს ამზადებენ იმის შესახებ, რომ მიტინგებზე სცემენ ხალხს, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ მიტინგი შეთანხმებული უნდა იყოს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვმა იკითხა: "როგორ შეიძლება შეათანხმო მიტინგი მთავრობასთან, რომელიც მთავრობის ქმედებების საწინააღმდეგოა". ბავშვი ამბობს, რომ მასწავლებელმა წესიერად არ უპასუხა და საუბარი იმაზე დაიწყო, რომ უკრაინაში ნაციზმია, ასევე, პირველ კლასში ასწავლიან, რომ უკრაინა სუპერ სახელმწიფოა.
გამოცემასთან მოსწავლე აღნიშნავს, რომ უკრაინაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მათგან იცის, რომ მსგავს არაფერს ასწავლიან. კირილი ნოვაია გაზეტას უყვება, რომ გაკვეთილიდან გამოსვლის შემდეგ დერეფანში იყვირა "დიდება უკრაინას" და ზოგიერთი ბავშვისგან პასუხად მიიღო "გმირებს დიდება". როგორც აღმოჩნდა, მე-6 კლასელი ბავშვის კითხვა და შეძახილი პოლიციის ინტერესის საგანი გახდა.
დედის თქმით, ვოთსაფზე უცხო ნომერმა დაურეკა, უთხრა, რომ პოლიციელი იყო და შვილზე სასაუბროდ განყოფილებაში უნდა მისულიყო. დედამ ოფიციალური საბუთი მოითხოვა. გამოცემასთან საუბარში ის ამბობს, რომ მეორე დღეს სკოლაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინსპექციის თანამშრომლებს მასთან და კირილთან სურდათ საუბარი. მისი თქმით, სკოლაში მივიდა და განცხადების საგფუძველზე ბავშვი წამოიყვანა, მიზეზად კი დაასახელა, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო ბავშვზე ზეწოლა ხდება. ქალი ამბობს, რომ სკოლის შესასვლელთან პოლიციელები დახვდნენ. მეორე დღეს კი როცა ბავშვი სახლში მარტო იყო, ისინი სახლთან მივიდნენ და კაკუნი დაიწყეს.
როგორც დედა ამბობს, კირილმა კარი არ გააღო, რის შემდეგაც ბინაში შუქი გათიშეს და კარის ქვეშ საბუთი დატოვეს, რომელზეც ეწერა, რომ გამოძახებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ.
"მე ვიჯექი საწოლთან და ვფიქრობდი, ახლა რა იქნება, მაგრამ არ მეშინოდა, პირიქით, მაინტერსებდა რა ხდებოდა მათთან და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს: აი, 12 წლის ბავშვმა თავისი აზრი გამოთქვა, მოდი, სახლში მივიდეთ. აი, კარს არ გვიღებს, მოდი შუქი გავუთიშოთ", — ციტირებს ბავშვს გამოცემა.
კირილე ამბობს, რომ მასწავლებლები მართლები არ არიან, მათ ეუბნებიან, რომ უკრაინაში მცხოვრებლებს ტვინს ურეცხავენ, კირილი კი ფიქრობს, რომ ტვინს ურეცხავენ რუსეთში.
რუსეთში აქტიურად გრძელდება რეპრესიები ყველას მიმართ, ვინც ბედავს და ომს ომს უწოდებს ან პუტინის გადაწყვეტილებებს იწუნებს. კრემლისთვის სულ ერთია იქნება ეს მოქალაქე, ჟურნალისტი, თუ ბავშვები. ომის გაპროტესტების გამო, არასრულწლოვნების დევნა არახალია.
2 მარტს მოსკოვში აქციაზე დააკავეს ორი ქალი და მათი ხუთი შვილი, 7-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები დააკავეს, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან ყვავილებითა და პლაკატით "არა ომს" იყვნენ მისულები.
ნოვაია გაზეტა ერთ-ერთია კრიტიკულ რუსულ მედიებს შორის, რომლებიც ახალ კანონს, "ფეიკების გავრცელებაზე" სამხედრო ცენზურად აფასებს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები