ხულოში ალტ-ინფოს ოფისი დაახურინეს
ხულოში ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს პარტია დაქირავებული ფართიდან გაუშვეს და ოფისი დაახურინეს. ინფორმაცია On.ge-ს სოლიდარობის თემის წევრმა, ედო ჯავახიძე დაუდასტურა. მისი თქმით, ორგანიზაციისთვის მიუღებელია ყოველგვარი ისლამოფობია და შუღლი. როგორც ჯავახიძემ თქვა, ინფორმაციის მიღებისთანავე შეატყობინეს ფართის მეპატრონეს ალტ-ინფოს იდეოლოგია და მანაც რეაგირება მოახდინა.
"ამ ადამიანებმა როგორც კი გახსნეს ოფისი ხულოს ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში ჩვენ ამის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და სასწრაფოდ ჩვენ დავიწყეთ კამპანია, რომ არ არის მათი ადგილი ხულოში. ჩვენ გვქონდა ასეთი მოსაზრებაც, რომ განგებ პროვოკაციისთვის გახსნეს ხულოში ოფისი, ეს ადამიანები ქართველ მუსლიმებზე ძალიან ცუდ კონტექსტში საუბრობენ.
ამის შემდეგ დავუკავშირდი ოფისის მეპატრონეს, ვინც ფართის მეპატრონეა და როცა ავუხსენი, რაში იყო საქმე, მაშინვე მიიღო დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება რომ დაეტოვებინა ოფისი", — გვითხრა მან.
სოლიდარობის თემის წევრი ასევე ამბობს, რომ შესაძლებელია, ალტ-ინფო შეეცადოს ოფისი გახსნას სხვა მისამართზე, მაგრამ განმარტავს, რომ ამას ხელს შეუშლიან.
"შესაძლოა, ამ ადამიანებმა დაიწყონ აქტიურობა ხულოში ნახონ სადმე ფართი, რომ გააგრძელონ მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ხულოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ, ამ ადამიანების იქ ყოფნას არ დაუშვებს. მიუღებელია ჩვენთან ვინმემ შუღლი შემოაგდოს. ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიური იდენტობის მქონე ადამიანები და არასდროს პრობლემა არ ჰქონიათ. ნებისმიერი ფართის მეპატრონეს დაველაპარაკებით, რომ ამ ადამიანის ადგილი ხულოში არ არის", — ამბობს ედო ჯავახიძე.
ალტ-ინფო სხვადასხვა რეგიონში ხსნის ოფისებს. მაგალითად გორში მათ ოფისს წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში კი ბანერზე წარწერები გააკეთეს.
20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
კომენტარები