იმედია, 100 წლამდე ვიცოცხლებ — მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი უკრაინაში ომის ზონაში რჩება
97 წლის სპორტსმენს, ლეონიდ სტანისლავსკის, სულ რამდენიმე თვის წინ ოცნება აუხდა და არაერთგზის ჩემპიონ რაფაელ ნადალთან ითამაშა. ახლა კი, მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ კონფლიქტის ზონაში, მშობლიურ ხარკოვში, რჩება და ცდილობს, რუსული არმიის შეტევებს გადაურჩეს.
გინესის რეკორდსმენი სტანისლავსკის კიდევ ერთი ოცნება როჯერ ფედერერთან თამაში იყო, თუმცა, ახლა მისი სურვილი ერთადერთია — ცოცხალი გადაურჩეს სასტიკ ომს.
"იმედი მაქვს, 100 წლამდე ვიცოცხლებ. ამ საშინელ სიტუაციას უნდა გადავურჩე", — აცხადებს ჩოგბურთელი, — "ომი 24 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ, პრაქტიკულად, ფეხი არ მომიცვლია. შინ დავრჩი. მარაგი მაქვს — მაცივარი სავსეა. ვზივარ სახლში და არსად მივდივარ.
"ჩემი შვილი, ტანია, პოლონეთშია და უნდოდა, წავეყვანე, თუმცა, მე აქ დარჩენა გადავწყვიტე. ცუდად მესმის, ამიტომ ღამით რომ მძინავს, ვერაფერს ვიგებ. წუხელ ქალაქი იბომბებოდა, დილით კი ისევ საჰაერო თავდაცვის სირენა იყო ჩართული".
სტანისლავსკი 30 წლის იყო, როცა ჩოგბურთით დაინტერესდა და მას შემდეგ კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა.
"ჩოგბურთი ჩემი ცხოვრება და ბედისწერაა. 90 წლიდან უკვე სერიოზულ დონეზე ვთამაშობდი — მათ შორის, საზღვარგარეთ, ევროპის და მსოფლიო პირველობებზე.
სპორტსმენი თავის დროზე მეორე მსოფლიო ომსაც გადაურჩა. იმ პერიოდში იგი ინჟინრად მუშაობდა და საბჭოთა საჰაერო ძალებს ეხმარებოდა.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ერთხელ მომიწევდა ამის გამოვლა — უფრო საშინელი ომის, სადაც ხალხი ორივე მხარეს იღუპება; დედები შვილებს კარგავენ, ცოლები შვილებსაც და ქმრებსაც", — ამბობს ის.
"ეს რა ხდება? ნუთუ ეს კარგია? 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ომი იყოს. ომი უნდა დასრულდეს და შეთანხმება კი — მიიღწეს".
სტალინსლავსკისთვის ომის დასრულება თავისი საყვარელი საქმის გაგრძელებასაც ნიშნავს — შეიძლება მომავალ თვეს ფლორიდაში ჩემპიონატზეც მოხვდეს.
"არავისი არ მეშინია... იმედს ვიტოვებ, რომ ომი დასრულდება და ჩოგბურთის თამაშს ისევ შევძლებ. პოლონეთში რომ წავსულიყავი, იქ ვითამაშებდი, მაგრამ შინ დარჩენა და ომის დამთავრებამდე დალოდება გადავწყვიტე", — დასძენს იგი.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები