რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია — Fitch
Fitch-მა რუსეთის სუვერენული რეიტინგი B-დან C-დონემდე შეამცირა და განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია. სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციბი ქვეყნის ვალის მომსახურების შესაძლებლობას ძირს უთხრის.
"რუსეთის რეიტინგის C დონემდე შემცირება აჩვენებს Fitch-ის ხედვას, რომ ქვეყნის დეფოლტი გარდაუვალია" — წერს სარეიტინგო სააგენტო.
Fitch Group-მა რუსეთში კომერციული ოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. აქ საკრედიტო რეიტინგების წარმოება და ის სერვისები იგულისხმება, რომელსაც Fitch Group რუსეთში Fitch Ratings და Fitch Solutions-ის საქმიანობის ფარგლებში ახორციელებდა. სარეიტინფო სააგენტო საკუთარ გაცხადებაში წერს, რომ მომხმარებელებისთვის დამოუკიდებელი ანალიტიკური ანგარიშების მიწოდებას გააგრძელებს.
რუსეთს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა და მოსალოდნელი დეფოლტის ზონაში გადაიყვანა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მაც. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შესაძლებელია ვალის გადახდისუუნარო გახდეს.
S&P Global-მა რუსეთს სუვერენული რეიტინგი BB-plus-დან CCC-minus-მდე შეუმცირა, რაც მისი საინვესტიციო პოტენციალის ვარდნას ნიშნავს. სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მოსალოდნელია რეიტინგის კიდევ უფრო შემცირებაც.
რუსეთის ეკონომიკა ღრმა კრიზისის წინაშე დგას. ქვეყანას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ საერთაშორისო კომპანიები. დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა, ხოლო რუსული აქციებით ვაჭრობა შეჩერებულია ლონდონის ბირჟაზე. რუბლი დოლართან მიმართები რეკორდულად არის გაუფასურებული — დრამატულად მცირდება რუსი ოლიგარქების ქონებაც.
JPMorgan-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რუსეთის ეკონომიკის 35%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთან, საინვესტიციო ბანკი ელოდება, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდება.
გუშინ, 8 მარტს, ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსულ ენერგორესურსების იმპორტზე აკრძალვას აწესებს. ბაიდენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს ბრიტანეთიც აკრძალავს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები