ახლა მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით უნდა დადგეს — ფემინისტი აქტივისტები რუსეთში პუტინის ომის წინააღმდეგ ილაშქრებენ
დღევანდელ რუსეთში ფემინისტები ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სოციალურ მოძრაობას ქმნიან, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას ღიად უპირისპირდება. ამჯერად ისინი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პუტინის ომის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
ქვეყნის ოცდაათამდე ქალაქში რამდენიმე ათეული ფემინისტური ჯგუფი არსებობს. მათი უმეტესობა ანტისაომარ დემონსტრაციებშიც იღებს მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ ჯგუფებმა მსოფლიოში მცხოვრებ თანამოაზრეებს მოუწოდეს, პუტინის ხელისუფლების დაწყებულ სამხედრო აგრესიას ერთობლივი ძალებით აღუდგნენ წინ.
გავრცელებული განცხადება ამ დრომდე სიტუაციის ზოგადი შეჯამებით იწყება და აღნიშნულია, რომ ეს "სპეციალური ოპერაცია", რომელიც სუვერენული სახელმწიფოს "დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას" ისახავს მიზნად, დიდი ხანია, იგეგმებოდა. ამის პარალელურად კი, რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ სამხედრო თავდასხმა გამორიცხული იყო.
"ვაცხადებთ — და პირველად არა — რომ ომი რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით ომი უკვე რვა წელია, მიმდინარეობს. კონფლიქტი დონბასში ყირიმის უკანონო ანექსირების შედეგია. ვფიქრობთ, რომ რუსეთსა და მის პრეზიდენტს არასდროს ადარდებდათ ლუჰანსკსა და დონეცკში მცხოვრები ადამიანების ბედი და რვა წლის შემდეგ რესპუბლიკების 'აღიარებაც' მხოლოდ წინაპირობა იყო, რათა უკრაინაში ქვეყნის გათავისუფლების მოტივით შეჭრილიყვნენ".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფების წევრები, "როგორც რუსეთის მოქალაქეები და ფემინისტები" ომს გმობენ, რადგან ფემინიზმი იმ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, რომელიც არ შეიძლება აგრესიული ომისა და სამხედრო ოკუპაციის გვერდით იყოს.
"ფემინისტური მოძრაობა რუსეთში მოწყვლადი ჯგუფებისა და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის იბრძვის, სადაც ძალადობისა და სამხედრო კონფლიქტების ადგილი არაა.
"ომი ძალადობას, სიღარიბეს, იძულებით გადაადგილებას, მოსპობილ სიცოცხლეს, დაუცველობასა და უპერსპექტივო მომავალს ნიშნავს. ეს ყველაფერი ფემინისტური მოძრაობის ძირეულ ღირებულებებსა და მიზნებთან შეუთავსებელია. სამხედრო კონფლიქტი ამწვავებს გენდერული უთანასწორობის პრობლემასაც და წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების მონაპოვარს წყალში ყრის. ომი კი არა მხოლოდ ბომბებითა და ტყვიებით ძალადობას, არამედ სექსუალურ ძალადობასაც იწვევს: როგორც ისტორია გვაჩვენებს, კონფლიქტის პერიოდში ნებისმიერი ქალისათვის გაუპატიურების რისკი ერთიორად იზრდება. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო, რუსი ფემინისტები და ისინი, ვინც ფემინისტურ ღირებულებებს იზიარებენ, წინ უნდა აღუდგნენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების წამოწყებულ ომს".
ფემინისტური მოძრაობის თანამოაზრეები ასევე აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი კონფლიქტი მთავრობის იდეოლოგების მიერ გამოცხადებული "ტრადიციული ღირებულებების" ფასადით მიმდინარეობს — იმ ღირებულებებით, რომელთა მსოფლიოში გასავრცელებლად რუსეთი ძალადობას იყენებს.
"ყველა, ვისაც კრიტიკული აზროვნების უნარი შესწევს, ხვდება, რომ ეს 'ტრადიციული ღირებულებები' მოიცავს გენდერულ უთანასწორობას, ქალების ექსპლუატაციას და სახელმწიფოს მხრიდან იმ ადამიანების შევიწროებას, რომელთა ცხოვრების სტილი, თვითიდენტიფიკაცია ან ქმედებები პატრიარქატულ ნორმებს ვერ ერგება".
დასასრულს, რუსული ფემინისტური ჯგუფები მთელ მსოფლიოში თანამოაზრეებს მოუწოდებენ, ომის წინააღმდეგ გაილაშქრონ და შესაბამისი კამპანიები აწარმოონ.
"შეუერთდით მშვიდობიან დემონსტრაციებს და აწარმოეთ ოფლაინ და ონლაინ კამპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის და პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ. გამოიყენეთ ფემინისტური ანტისაომარი წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოები თქვენს მასალებში, ასევე ჰეშტეგები — #FeministAntiWarResistance და #FeministsAgainstWar.
"გაავრცელეთ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის აგრესიის შესახებ. ახლა საჭიროა, მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დადგეს და პუტინის რეჟიმს ყველანაირად დაუპირისპირდეს.
"გაუზიარეთ ეს განცხადება სხვებს. აუცილებელია, დაინახონ, რომ ფემინისტები ამ ომის და ნებისმიერი სხვა სამხედრო კონფლიქტის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ამასთან, იმის ჩვენებაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ისევ არიან აქტივისტები, რომლებიც მზად არიან, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ჩვენ ყველანი ახლა სახელმწიფოს მხრიდან დევნის საფრთხის ქვეშ ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება".
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
კომენტარები