TI: უკრაინის სოლიდარობის აქციების ფონზე ხელისუფლებამ არაპროპორციულად და შერჩევითად დაკავების პრაქტიკა განაგრძო
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს განცხადებით, ხელისუფლებამ შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად დაკავების პრაქტიკა განაგრძო. ასე ორგანიზაცია 7 მარტს კანცელარიასთან უკრაინის სოლიდარობის აქციაზე რამდენიმე პირის დაკავებას ეხმაურება.
"უკრაინის მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციების ფონზე, ბოლო დღეებში, ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები დაიწყო და მათ მიმართ ადმინისტრაციული დაკავების შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკა განაგრძო. აღნიშნული მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ უსაფუძვლო დაკავებებით საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის თუ სოლიდარობის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან", — ნათქვამია განცხადებაში.
TI-ის შეფასებით, დაკავებების დროს სამართალდამცავები და სასამართლო აქტივისტების უფლებებს პერმანენტულად არღვევდნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის შერჩევითად გამოყენებასა და აქტივისტთა უსაფუძვლო დაკავებას. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კუთხით მდგომარეობა უარესდება.
"აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებით, აქტივისტების წინააღმდეგ ხშირად გამოყენებად მუხლებზე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა, რასაც დამატებითი მსუსხავი ეფექტი აქვს", — ამბობენ ისინი.
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო დაკავების შემდეგ გამოვლენილ დარღვევებს შორის შემდეგს გამოყოფს:
- დაკავებულებს უფლებებს არ განუმარტავენ;
- ადვოკატებს არ ეძლევათ საქმეში დროულად ჩართვისა და დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა;
- დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიულია;
- პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს დაკავების მაქსიმალურ ვადას.
რაც შეეხება სასამართლო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს შემდეგს:
- სასამართლოს მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ხარვეზიანია;
- სასამართლო არ აფასებს დაკავების კანონიერებას;
- სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არასაკმარისია დაკავებულისათვის ადმინისტრაციული სახდელის შესაფარდებლად;
- სასამართლო გადაწყვეტილება უმეტესად დაუსაბუთებელი და შაბლონურია.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეწყვიტონ სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამასთან, მისცენ მათ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა.
7 მარტს კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი ტუალეტის ქაღალდის სროლისა და ფქვილის შეყრის გამო დააკავეს. 8 მარტს დააკავეს მოძრაობა სირცხვილიას წევრი, შოთა დიღმელაშვილი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციას კვერცხები ესროლა. აქტივისტმა დაკავებამდე სამართალდამცველს განუმარტა, რომ პროტესტს ასე წინა დღის აქციის სხვა მონაწილეების დაკავების გამო გამოხატავს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები