უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი პირისპირ მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავიდნენ. ინფორმაციას France 24 ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, შეხვედრა დღეს დილით არის დაგეგმილი.

გამოცემის განცხადებით, კულებამ დაადასტურა, რომ თურქეთში ჩავიდოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მოლოდინები "შეზღუდულია", რადგან რუსეთი თავდასხმებსა და ქალაქების ალყაში მოქცევას აგრძელებს. მისი თქმით, მოლაპარაკებების წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მითითებებს ექვემდებარება ლავროვი კრემლისგან.

"დიდ იმედებს არ ვამყარებ, მაგრამ ვეცდებით, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ", — თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ იმედოვნებს ეს მოლაპარაკებები "მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისთვის გააღებს კარს".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში