თუ პუტინს სიკვდილს უსურვებ, Facebook და Instagram აღარ დაგბლოკავს
ზოგიერთ ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს რუსი ჯარისკაცების შესახებ სიძულვილის ენით შეუძლიათ ილაპარაკონ, თუ საკითხი უკრაინაში შეჭრას ეხება. ეს Meta-ს დროებითი ცვლილებაა, რომელიც კომპანიამ სიძულვილის ენის პოლიტიკაში შეიტანა.
Meta ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს ნებას აძლევს, რომ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, სიკვდილი უსურვონ და ასეთი პოსტები დროებით აღარ დაიბლოკება.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩვენ დროებით ისეთ გამოხატვის ფორმებს დავუშვებთ, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას არღვევს. მაგალითად, "სიკვდილი რუს დამპყრობლებს" აღარ დაიბლოკება სიძულვილის ენის გამო. ამასთანავე, რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მოწოდებებს ისევ დავბლოკავთ", — ვკითხულობთ Meta-ს განცხადებაში.
ლიდერების სიკვდილის შესახებ განცხადებები დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოსტში ადგილმდებარეობა ან მეთოდები არ იქნება აღწერილი. მაგალითად, პოსტი არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თუ როგორ და როდის აპირებენ პუტინის მოკვლას.
Meta იმ ქვეყნების სიასაც აქვეყნებს, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხება. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.
ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის საელჩომ ვაშინგტონში აშშ-ისგან Meta-ს "ექსტრემისტული საქმიანობის აღკვეთა" მოითხოვა.
"Meta-ს აგრესიული და კრიმინალური პოლიტიკა რუსების მიმართ სიძულვილსა და მტრობას აღვივებს, რაც აღმაშფოთებელია. კომპანიის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომს, რომელიც წესების გარეშე მიმდინარეობს. […] ამერიკული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, აღკვეთოს Meta-ს ექსტრემისტული საქმიანობა და მიიღოს ზომები დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად", — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გასულ კვირას Facebook და Twitter მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა. მათი თქმით, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ რუსული მედიები მსოფლიოს მასშტაბით იზღუდება.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები