უკრაინაში, ხერსონის ოლქში ადგილობრივი ჟურნალისტი ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი გაუჩინარდა. როგორც უკრაინული მედია წერს, კოლეგები ეჭვობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს.

ჟურნალისტის ცოლი აცხადებს, რომ ბატურინს 16:00 საათზე ნაცნობმა დაურეკა და ავტოსადგურზე შეხვედრა შესთავაზა.

"დაახლოებით 16:30 საათზე ოლეგი შეხვედრაზე წავიდა, ტელეფონი და საბუთები სახლში დატოვა. მითხრა, რომ 20 წუთში დაბრუნდებოდა, თუმცა არ დაბრუნდა", — აცხადებს ის.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებთ 16:50 საათზე ავტოსადგურთან რუსი ჯარისკაცები იყვნენ.

ბატურინი გაზეთი "ახალი დღის" ჟურნალისტია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში