ბრიტანული კომპანიები 10000 უკრაინელი ლტოლვილის დასაქმებას გეგმავენ
დიდი ბრიტანეთის კომპანიები Marks & Spencer და Asos უკრაინელ ლტოლვილებს სამუშაო ადგილებით დაეხმარებიან, როცა ისინი ქვეყანაში ჩასვლას შეძლებენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს ლტოლვილთა კრიზისის შესახებ უმოქმედობის გამო, ახლა კი, როგორც ჩანს, ადგილობრივი ბიზნესი უკრაინელების დახმარებას თავად ცდილობს.
დიდი ბრიტანეთის 45-ზე მეტი ბიზნესი მთავრობას მიმართავს და ითხოვს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყანაში შემოსვლის პროცედურები გაუმარტივონ. ბრიტანეთში ჩამოსვლის შემდეგ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Marks & Spencer, Asos, Lush და Robert Walters, უკრაინელებს დაასაქმებენ.
ამ კომპანიების მიერ შექმნილი უკრაინელთა დახმარების პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი მიზანია, რომ 10 ათასობით ლტოლვილს დაეხმაროს. გარდა უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებისა, პროექტი მათთვის საცხოვრებლის პოვნასა და ენის სწავლასაც ითვალისწინებს.
"ბიზნესებს ადამიანები გვჭირდება და ასევე გვინდა, რომ მათ დავეხმაროთ", — განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და დასძინა, რომ ბრიტანეთის მთავრობას იმაზე "უკეთესად და სწრაფად" შეუძლია ლტოლვილების პრობლემის მოგვარება, ვიდრე ამას ახლა აკეთებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სამშობლოს დატოვება 2,5 მილიონ უკრაინელს მოუწია, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ახლა დიდ ბრიტანეთში იმ უკრაინელებს უშვებენ, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ბრიტანეთში ოჯახი უკვე ელოდებათ და დასარჩენი აქვთ. M&S, Asos და სხვა კომპანიები ამ სქემის გამარტივებას ითხოვენ, რათა ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა მეტმა უკრაინელმა შეძლოს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები