პორშე ცენტრი თბილისის რეკორდული გაყიდვები და შოურუმი 2022-ის გეგმებში
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, The Volkswagen Group-მა, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, რუსული ბაზარი დატოვა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ იმედს იტოვებენ, მდგომარეობა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაწყდება.
როგორ აისახება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ავტოინდუსტრიასა და, მათ შორის, ქართულ წარმომადგენლობებზე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. იქამდე კი, პორშეს საქართველოს ოფისში პანდემიის წელი შეაჯამეს. პორშე ცენტრი თბილისმა გასული წელი რეკორდულად მაღალი მაჩვენებლებით დაასრულა. გაყიდვები წლიურად 65%-ით, 2019 -თან შედარებით კი 32%-ით გაიზარდა. თეგეტა ჯგუფში შემავალმა კომპანიამ 2022-ისთვის კიდევ უფრო მასშტაბური ამოცანები დაისახა მიზნად. კომპანია მზად არის, დანაპირები შეასრულოს — პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს, ახალ მოდელებთან ერთად, გაუმჯობესებული, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს. როგორია კომპანიის სტრატეგია ამ მიზნის შესასრულებლად?
უკვე მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებსა და მიმდინარე წლის ამბიციურ გეგმებზე პორშე ცენტრი თბილისის გენერალური დირექტორი, პეტრე წაქაძე საუბრობს.
"2021 წელს კომპანიამ 91 ახალი და 30 მეორადი პორშე გაყიდა, თუმცა, პოტენციალი მეტი იყო. მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს პანდემიის მორიგი ტალღა და მისი თანმხლები პრობლემები წარმოადგენდა, მათ შორის, პირველ რიგში მიკროჩიპების დეფიციტი, რამაც არაერთი კომპანიის წარმოება შეაფერხა. ეს საკითხი, გარკვეულწილად, პორშე ცენტრი თბილისსაც შეეხო. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პოტენციური რისკები ბევრად ადრე შევაფასეთ, გლობალურ გამოწვევას მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. საჭირო იყო თამამი ნაბიჯები, რაშიც დიდი ხელშეწყობა მივიღეთ პორშეს სათავო ოფისისგან", — აცხადებს პეტრე წაქაძე.
კრიზისის რეჟიმის სამუშაო პროცესად ქცევა და სირთულეების შესაძლებლობების ჭრილში განხილვა პორშე ცენტრი თბილისისთვის უწყვეტ ჯაჭვად იქცა, რაშიც ყველა თანამშრომელს დიდი წვლილი მიუძღვის.
"2021 წელი პორშესთვის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული იყო. 2020-თან შედარებით 90%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო 2019-თან შედარებით — 96%-იანი. რა თქმა უნდა, მეტად ორგანიზებულად შევხვდით პანდემიურ პერიოდს და ის საკითხებიც გავითვალისწინეთ, რომლებსაც კრიზისულ პერიოდში 2020 წელს შევეჩეხეთ. მთავარი ისაა, რომ თამამი ნაბიჯების გადადგმის არ შეგვეშინდა, რაშიც პორშე ცენტრი თბილისის გუნდის დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და რამაც მოგვცა მუხტი, წარსულზე ნაკლები გვეფიქრა და პორშეს სიჩქარით გვევლო წინ".
პორშეს გამორჩეულ მოდელებს შორის, მსოფლიო მასშტაბით, 2021 წელს განსაკუთრებით პოპულარული Porsche Taycan იყო, რომლის გაყიდვებმაც 41,296 შეადგინა. ტაიკანი პორშეს პირველი სერიული ელექტრომობილია, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრო ავტომობილი მიეღო.
"პორშემ ეს ნამდვილად შეძლო. ტაიკანი არ არის მხოლოდ ელექტრო ავტომობილი, მასში პორშეს ხასიათი, პორშეს DNA იგრძნობა. ბაზარზე ლიდერის პოზიცია ტაიკანმა, როგორც საუკეთესო ელექტრო ავტომობილმა, 40-ზე მეტი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი დაამტკიცა. ინტერესი დიდი იყო. როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ტაიკანმა შექმნა მოლოდინები, რომლებიც მართვის პირველი წამებიდან მართლდება"
პორშე ცენტრი თბილისი, რომელიც საქართველოში პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, იყო პირველი, რომელმაც ქართულ ბაზარზე პორშე ტაიკანის სახით სრულფასოვანი ელექტრო ავტომობილი შემოიყვანა. გაყიდვების პროგნოზირება არათუ რთული, არამედ შეუძლებელიც იყო.
"ტაიკანი 2020-ში შემოვიყვანეთ. პირველი თვეების განმავლობაში მომხმარებელი მას მხოლოდ აკვირდებოდა. ამ პერიოდში ინფორმაციის ინტენსიურად და სწორად მიწოდებამ წარმატებულ გაყიდვებში ძალიან დიდი როლი ითამაშა. დღესდღეობით 30-ზე მეტი ტაიკანია გაყიდული და მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ფეხს მსოფლიო ტენდენციას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციის თვალსაზრისით. 2022 წელიც შესაბამისად დავგეგმეთ — ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 50% ჰიბრიდული ან ელექტროძრავის უნდა იყოს".
საერთაშორისო მოთხოვნებისა და, ამასთანავე, ქვეყანაში ელექტრიფიცირების ხელშეწყობის ფარგლებში, კომპანიამ საქართველოს 6 რეგიონში ელექტროდამტენები განათავსა, რომლითაც როგორც ტაიკანის, ისე ნებისმიერი ელექტრომობილის დატენაა შესაძლებელი. პორშე ცენტრი თბილისი გეგმავს, რომ 2022 წელს ელექტრომობილის დამტენები ახალ ლოკაციებზეც განათავსოს და მეტი რეგიონი მოიცვას.
"პორშე ცენტრი თბილისი რეგიონის მასშტაბით ელექტრო ავტომობილების სერვისის პირველი ჰაბია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ამის მისაღწევად ჩვენ, ერთი მხრივ, განვახორციელეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია როგორც ელექტრო ავტომობილების დამტენებისა და სპეცინსტრუმენტების შესყიდვის, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენი მექანიკოსები მუდმივად გადიან გადამზადების კურსებს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ჩვენმა თანამშრომლებმა ელექტროავტომობილებთან მუშაობის დამადასტურებელი ვერცხლის სერტიფიკატები მიიღეს".
როგორც იცით, პორშეს ისტორია სპორტული მანქანებიდან იწყება. პორშეს დახვეწილი და განსაკუთრებული მოდელებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და ლიმიტირებული მოდელია Porsche 911, GT2 RS. ამ იშვიათ მოდელებს თბილისის ქუჩებშიც შეხვდებით.
"ძალიან გვიხარია, რომ ამ ინჟინრულ შედევრებზე წლიდან წლამდე მზარდია მოთხოვნა საქართველოშიც, სადაც ჩვენ ბაზრის უპირობო ლიდერები ვართ. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომხმარებლებს სამჯერ მეტი სპორტული მანქანა მივაწოდეთ, რაც, პორშე ცენტრი თბილისის ისტორიაში, ასევე რეკორდული გაყიდვების მაჩვენებელია.
ზოგადად, 911 პორშეს საკულტო მოდელია. საქართველოს ბაზარზე რამდენიმე 911 GT2 RS-ია. ეს მოდელი 911-ებში ყველაზე მძლავრია და უფრო სარბოლო ტრასაზეა ორიენტირებული. ის შეზღუდული რაოდენობით იწარმოება დროის გარკვეულ მონაკვეთებში. შესაბამისად, GT2 RS-სა და, ზოგადად, პორშეს GT ვერსიებს, კონკრეტული სამიზნე აუდიტორია ჰყავს და სასიხარულოა, რომ ქართველი მომხმარებლების ინტერესი ამ თვალსაზრისითაც გაზრდილია", — აცხადებს ცენტრის გენერალური დირექტორი.
2022-ის მთავარი სიახლე ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური შოურუმია. ცენტრი, რომლის განახლებაც უკვე დაწყებულია, პორშეს უახლესი სტანდარტებით იქნება მოწყობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთი სტანდარტების შოურუმი ჯერ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, ერთ-ერთი კი სწორედ საქართველო იქნება. ახალი ცენტრის გახსნა ივნისში იგეგმება.
წლის გეგმა კვლავ რეკორდსმენობაა — პორშე ცენტრი თბილისი 2022 წლის ისევ რეკორდული გაყიდვებით დახურვას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალამდე კვლავაც დარჩება ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გლობალური დეფიციტი, რაც, გარკვეულ შემთხვევებში, დაგეგმილ გრაფიკებთან აცდენას იწვევს. თუმცა, ამაზე პორშე ცენტრი თბილისის გენერალური დირექტორი ერთი ფრაზით გვპასუხობს: "ჩვენთვის გამოწვევები არ აღიქმება როგორც პრობლემა, პირიქით, მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა გავიზარდოთ და გერმანული ხარისხითა და სიზუსტით შევთავაზოთ მომხმარებლებს მათთვის სასურველი მსოფლიოს ინჟინრული შედევრი-Porsche J".
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები