"იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისათვის" — ინტერვიუ ვახო ჟორჟოლიანთან
ვახო ჟორჟოლიანი თანამედროვე ბლუზის სცენაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსია. მას ჰარმონიკასა და სლაიდ გიტარაზე განსაკუთრებული შესრულების სტილით იცნობენ.
მუსიკით მაშინ დაინტერესდა, როცა საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი ბარიერები ამერიკულ მუსიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობდა. მაშინ სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტს კლასიკური მუსიკის გარდა სხვა რამის შესრულება ეკრძალებოდა და საყვარელ მუსიკოსებზე ინფორმაციის მოპოვება უკიდურესად რთული იყო.
ჩვენ ვახოს თავის მუსიკალურ გზაზე და საქართველოში ბლუზის განვითარებაზე ვესაუბრეთ.
ვახო, როგორი იყო შენი პირველი შეხება მუსიკასთან?
ჩემი მშობლები მუსიკოსები არიან, აქედან გამომდინარე, მუსიკასთან შეხება დაბადებიდანვე მქონდა. მამა კლარნეტისტია, დედა კი — პიანისტი, მე 4 წლიდან ბლოქ-ფლეიტაზე ვუკრვდი, მუსიკა ჩვენი ოჯახის ცხოვრების ნაწილი იყო, კარგად მახსოვს ბაბუას ჰქონდა ძალიან ძლიერი რადიო (თვითონ ასე მეუბნებოდა ხოლმე და მეც ვციტირებ), რომელიც ამერიკის ხმას იჭერდა. პირველად მაშინ მოვისმინე Little Richard და "მოვიწამლე" ბლუზით. იმ პერიოდში სპორტით ვიყავი გატაცებული, აქტიურად ვვარჯიშობდი, ვიყავი საქართველოს ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და სულ სხვა ცხოვრების წესით ვცხოვრობდი. მე-4 კლასში სკოლაში ინციდენტისას თავის მძიმე დაზიანება მივიღე, რის გამოც მომიწია სწავლისთვის თავის დანებება. ჩემთვის არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვა და მუსიკა ერთადერთ თავშესაფრად იქცა. 2 წლის შემდეგ სწავლა მუსიკალურ სკოლაში გავაგრძელე და მაშინ ვიგრძენი, რომ ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი მუსიკალურ სამყაროში.
როგორ გაუმკლავდი ამ ცვლილებებს? რთული იყო შეგუება?
ნამდვილად რთულია, როცა გეუბნებიან, რომ შენთვის არც თამაში, არც ზედმეტი მოძრაობა და აქტიურობა შეიძლება, თუმცა მუსიკა მხსნელად მომევლინა. როცა საქართველოში არც წყალი, არც გაზი, არც დენი და არც საჭმელი იყო, ჩემს თაობას ხელოვნება ძალიან დაეხმარა: სანთლის შუქზე ვატარებდით ხოლმე კონცერტებს, პოეზიის საღამოებს ვაწყობდით, სპექტაკლებს სარდაფებში ვდგამდით, ასე გადარჩა ჩვენი თაობა რეალურად. ამას მოჰყვა ჩემი პირველი კონცერტები, შოუები, შემოთავაზება პირველი სამსახურიდან... მაშინ სულ 15-16 წლის ვიყავი და შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებდი, სადმე დამეკრა.
რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავ, მაინც რომელი ინსტრუმენტია "შენი"?
როდესაც გადაწყდა, რომ მუსიკალურ სკოლაში ვაგრძელებდი სწავლას, მამაჩემმა ინსტრუმენტები ასე გაგვინაწილა: მე კლარნეტი მომცა, ჩემს ძმას კი — საყვირი. მაშინ კლარნეტი საერთოდ არ მინდოდა, საყვირზე დაკვირა უფრო მაინტერესებდა, თუმცა ვერაფერს გავხდი და საბოლოოდ კონსერვატორია კლარნეტის განხრით დავასრულე. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი გული მაინც ამერიკულ ბლუზს ეკუთვნოდა და ეკუთვნის, ამიტომ ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი გიტარასა და ჰარმონიკაზე. საბოლოოდ, ბლუზი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
ბავშვობაში რაზე ოცნებობდი? თავიდანვე იცოდი, საით მიგიწევდა გული?
ვიცოდი, რომ აშშ-სკენ მიმიწევდა გული და ასეც მოხდა. მისისიპიში ჩავედი და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი კუმირები ახლოდან გამეცნო, მათთან ერთად დამეკრა და ზუსტად მეგრძნო, რას გამოხატავს ბლუზი.
რომ დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს... დიდი ფურორი მოახდინა შენმა მონაწილეობამ ქართულ მეგა შოუ “ორ ვარსკვლავში”. როგორ აღმოჩნდი ამ შოუში?
საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ამის შესახებ წინასწარ ვეუბნები ხოლმე მეგობრებსა და კოლეგებს. წინასწარ ვგეგმავთ ხოლმე კონცერტებს, ჯემსეშენებს, პროექტებს. ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ჩემი კოლეგები უკვე ჩართულები იყვნენ ამ პროექტში და კონკრეტული კომპოზიციისთვის სჭირდებოდათ ჰარმონიკის პროფესიონალი შემსრულებელი, რომელიც სოლო ნომრებს შეასრულებდა. დამიკავშირდნენ და ასე ამოვყავი თავი პროექტში.
ვახო, საბოლოოდ შენმა შესრულებულმა კომპოზიციამ გაიმარჯვა, რამდენად ელოდი ასეთ შედეგს?
შედეგზე საერთოდ არ მიფიქრია. ჩემთვის მუშაობის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სცენას, ეს არის ადგილი, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. არტისტისთვის ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია, ვიდრე იდგე სცენაზე და იღებდე ენერგიას, რომელიც მსმენელისგან მოდის.
დიდი მადლობა გულწრფელი პასუხებისათვის. ბოლო კითხვაც: რას ეტყოდი დამწყებ მუსიკოსებს, რომლებიც ამ ინტერვიუს კითხულობენ?
იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
კომენტარები