რუსმა კაცმა McDonald's-ის დახურვა ფილიალის კარზე თავის მიჯაჭვით გააპროტესტა
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. აგრესიის საპასუხოდ უამრავმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა. მათ შორისაა McDonald's-იც, რომელიც რუსეთში არსებულ 850-ზე მეტ ფილიალს დროებით ხურავს.
როგორც ჩანს, აღნიშნული შეზღუდვა რუსებისთვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი რუსი ლუკა საფრონოვია, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი McDonald's-ის ერთ-ერთი ფილიალის კარზე მიიბა. ამის ამსახველ ვიდეოს ტვიტერზე გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი მაქს სედონი ავრცელებს.
"დღეს მოსკოვში მხოლოდ ომს არ აპროტესტებენ. რუსეთის პირველი მაკდონალდსის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ლუკა საფრონოვმა კარზე თავი მიიჯაჭვა. ის შემდეგ პოლიციელებმა გაათავისუფლეს", — წერს სედონი.
ვიდეოში კაცს ეკითხებიან, სად აპირებს ჭამას, თუ მაკდონალდსი არ გაიხსნება. ის კი პასუხობს, რომ სხვა ადგილს იპოვის, თუმცა უბედური იქნება.
"მათ დახურვის უფლება არ აქვთ. მათი დახურვა ჩემი და სხვა მოქალაქეების მიმართ ძალადობაა", — ამბობს ლუკა საფრონოვი ვიდეოში.
ლუკა ერთადერთი რუსი არაა, რომელიც მაკდონალდსის დახურვას მისტირის. კომპანიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რუსები ფილიალებს მიაწყდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი პროდუქციის ინტერნეტით გაყიდვაც კი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთში McDonald's იხურება — რუსები ბურგერებს ინტერნეტში გაასმაგებული ფასებით ყიდიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები