Amazon აქციების 20-ად გაყოფას აანონსებს — რას ნიშნავს ეს
1999 წლის შემდეგ პირველად, Amazon აქციების გაყოფას აანონსებს. როგორც ტექნოლოგიურმა გიგანტმა გვამცნო, კომპანია გეგმავს, რომ ერთი აქცია 20 ნაწილად გაყოს. აღსანიშნავია, რომ ასეთივე გადაწყვეტილება გასულ თვეში Google-ის მშობელმა კომპანიამ — Alphabet-მა მიიღო.
უნდა ითქვას, რომ განცხადების გაკეთების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება გაიზარდა და ერთ ფასიან ქაღალდზე 2 900 დოლარს გადააჭარბა.
როგორც წესი, აქციებს კომპანიები ყოფენ მაშინ, როდესაც მათი ღირებულება ძალიან მაღალია. ამ დროს კომპანია ცდილობს, შეამციროს ერთი აქციის ფასი და გაზარდოს მისი ხელმისაწვდომობა.
Amazon-ის შემთხვევაში მათ მფლობელობაში არსებული ერთი აქციის სანაცვლოდ ინვესტორები დამატებით 19 აქციას მიიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორი, რომელიც, მაგალითად, 100 აქციას ფლობდა, ახლა 2 000 აქციას ფლობს, თუმცა მათი საერთო ღირებულება იგივეა.
საკუთარ განცხადებაში Amazon-მა თქვა რომ აქციების გაყოფა მათ ფასიან ქაღალდებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. იმ დღეს, როდესაც აქციები გაიყოფა — განაწილდება ერთი აქციის ღირებულებაც და ის 20-ჯერ გაიაფდება.
მიუხედავად იმისა, რომ აქციების გაყოფის საკითხი, ძირითადად, ზედაპირულია და შინაარსობრივად მნიშვნელოვან ცვლილებას არ წარმოადგენს, კომპანიას მაინც შეუძლია ამ ნაბიჯის საშუალებით საკუთარი ფასიანი ქაღალდები ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველი გახადოს — ამბობს Wedbush Securities-ის ანალიტიკოსი დენ აივსი.
როგორც ირკვევა, აქციების გაყოფა მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისთვის მიღებული პრაქტიკაა, რისი უმთავრესი მიზანიც ერთი აქციის ფასის შემცირება და ამის საშუალებით ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები