როგორ განმარტავს მდინარაძე ქართული ოცნების სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიზანია გააკეთოს განმარტება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ და დაადგინოს ფაქტი, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა, პროცესებზე იმაზე მეტი გავლენა მოეხდინა, ვიდრე კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
"საჩივარი კლასიკური გაგებით ქვია იმ დოკუმენტს, რომელსაც საჩივარი აწერია საკუთრივ. არაკლასიკური, ზოგადად მოაზრებული გაგებით საჩივარი არის, როდესაც რაღაც სანქცია ეკისრება ამ საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად კონკრეტულ ადამიანს. არც ერთია და არც მეორე. შესაბამისად, საჩივრად ვერ განიხილება, არის მხოლოდ სარჩელზე საუბარი, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს განმარტებას იმის შესახებ ვის რა კომპეტენცია აქვს და კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტებას ვერ დაერქმევა საჩივრის შედეგი. აქედან გამომდინარე, არავინ არ უჩივლებს პრეზიდენტს. სარჩელი შევა მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს განმარტება. [...]
სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტება გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინოს ამავედროს ფაქტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა, გავლენა უფრო მეტი მოეხდინა პროცესებზე, ვიდრე ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული", — აცხადებს მდინარაძე.
გუშინ, 15 მარტს მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან "კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება" მოითხოვოს. ამას წინ უძღოდა პარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლა, რასაც მმართველმა გუნდმა კრიტიკული ფეისბუქპოსტით უპასუხა.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და ზურაბიშვილს შორის, სადაც მას არაერთგზის განემარტა კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, მათი თქმით, უშედეგოდ.
"ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", — წერს ქართული ოცნება.
ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტს მოუწოდა, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული "შეცდომებისა და გადაცდომებისგან".
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები