ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია — უკრაინის პირველი ლედი ომზე საუბრობს
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, ქვეყანაში მიმდინარე ომზე, საფრთხეებსა და თავისი ქმრის გადაწყვეტილებებზე საუბრობს. ABC News-ისთვის წერილობით მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკამ რუსების თავდასხმებით მშვიდობიანი უკრაინელების, მათ შორის, ბავშვების, დახოცვას "გენოციდი" უწოდა.
"მგონი, ჩემი სათქმელი ძალიან ჰგავს მთელი მსოფლიოს სიტყვებს. მხოლოდ ორი უბრალო სიტყვა: შეაჩერეთ ომი", — აცხადებს 44 წლის ზელენსკა, რომელთანაც სატელეფონო საუბარი უსაფრთხოების გამო შეუძლებელია.
ოლენას ქმარი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტი გახდა, რუსეთის აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას ხელმძღვანელობს. ომამდე პირველი ლედი სხვადასხვა სოციალურ საკითხზე, მაგალითად, სკოლებში საკვების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ზრუნავდა, თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ მისი პრიორიტეტები სრულიად შეიცვალა. ომის გამო დღეს საკუთარი სახლი თითქმის 3 მილიონ უკრაინელს აქვს დატოვებული.
"დაგვეხმარეთ, ბოლო მოვუღოთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში", — ამბობს ზელენსკა, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით მსოფლიოს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას აცნობს.
"როცა რუსეთი ამბობს, რომ ეს 'მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ომი' არაა, დახოცილი ბავშვების სახელებს ვახსენებ", — დასძენს პირველი ლედი.
მაშინ, როდესაც უკრაინული სამსახურების ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის პირველი სამიზნეა, ოლენა, რა თქმა უნდა, ქმარზეც დარდობს, თუმცა, მისი შეუპოვრობის სჯერა.
"როგორც უკრაინაში მცხოვრებ ყველა ქალს, ჩემი ქმრის გამო მეც მეშინია", — ამბობს ზელენსკა, — "ყოველ დილით, სანამ დავურეკავ, ვლოცულობ, ყველაფერი კარგად იყოს. თუმცა, ისიც ვიცი, როგორი ძლიერი და ამტანია. შეუძლია, ყველაფერს გაუძლოს, განსაკუთრებით, როცა საქმე ხალხისა და იმ ყველაფრის დაცვას ეხება, რაც უყვარს".
პუტინსა და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერებზე საუბრისას უკრაინის პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ისიც ეეჭვება, "თუკი მათ საერთოდ გააჩნიათ ადამიანური გრძნობები".
ზელენსკა არც დასავლელი ლიდერების კრიტიკას მორიდებია.
"დღეს ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები მძიმე საფასურს იხდიან ამ პრობლემაზე მათი დუმილისა და ყოყმანისთვის", — ამბობს ოლენა, — "ამას ცოტა ხნის წინ უდანაშაულო ქალები და ბავშვები შეეწირნენ მარიუპოლის სამშობიარო სახლში. რუსეთის ომის გამო ჩვენ 71 ბავშვი დავკარგეთ — ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია.
"ამას გარდა, მარიუპოლში, ხარკოვში, ირპინში, სუმიში და სხვა ქალაქებში მილიონობით ადამიანი იტანჯება. არ აქვთ წყალი, საკვები და მედიკამენტები. რუსი სამხედროები მათამდე ჰუმანიტარულ დახმარებასაც არ უშვებენ. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ. 'ჩვენში' კი მთელ მსოფლიოს ვგულისხმობ".
ზელენსკა "ამერიკის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს" მოქალაქეებს სთხოვს, თავიანთ ლიდერებს პასუხისმგებლობა დააკისრონ იმისთვის, რომ "ათწლეულების განმავლობაში წყნარად აკვირდებოდნენ რეჟიმს, სადაც აზრის გამოთქმა არ შეიძლებოდა და სადაც ხალხი მონებად გადაიქცა, გაიზარდა და გაძლიერდა.
"ლიდერებმა პატივისცემის მოპოვების შანსი უკვე დაკარგეს, თუმცა, თქვენ — ჯერ არა", — ეუბნება ზელენსკა მსოფლიოს მოქალაქეებს, — "დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობაზე თქვენ აირჩიეთ. თქვენ მიეცით და კვლავ აძლევთ მათ უფლებას, თქვენი სახელით იმოქმედონ. და როცა ისინი არ მოქმედებენ, როცა ჩვენი შვილების სიკვდილს უშვებენ — ამის უფლებასაც თქვენ აძლევთ".
უკრაინის პირველი ლედი ასევე დასძენს, რომ აუცილებელია, დასავლეთმა გააცნობიეროს, "უკრაინა ევროპასა და მათ საერთო ღირებულებებს" იცავს.
"ყოველდღიურად იზრდება ის საფასური, რასაც უკრაინა ამ ღირებულებების დასაცავად იხდის", — აცხადებს ზელენსკა, — "ამ ბრძოლაში კი ჩვენ უფრო ვძლიერდებით და მტკიცე ვხდებით. ნეტავ, აშშ-ისა და ევროკავშირის რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც ძლიერდებოდეს და მტკიცე ხდებოდეს".
ზელენსკამ უკრაინელ ქალებსაც მიმართა და ისინი გაამხნევა.
"თქვენ ახალ სიცოცხლეს თავშესაფრებში ბადებთ, ბავშვებს იავნანებით ამშვიდებთ, სანამ რუსული ავიაცია ჩვენს მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს ანადგურებს", — მიმართავს პირველი ლედი ქალებს, — "თქვენს ძლიერებას ვაღმერთებ. ძლიერებას, რომელიც უროზე მტკიცე ხდება".
უკრაინელი ქალების გარდა, ზელენსკას სათქმელი ჰქონდა ამერიკელი ქალებისთვისაც.
"მოგმართავთ თქვენ, ამერიკაში მცხოვრებ ქალებს და გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ომს გაექცნენ და თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ეძებენ", — ამბობს ოლენა, — "სანამ ჩვენ უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ვიბრძვით, კეთილშობილებისა და ჰუმანურობის ყოველი გამოხატვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია".
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები