უკრაიანსკაია პრავდას თქმით, კადიროვი იტყუება და უკრაინაში არ ყოფილა
უკრაინულმა მედიამ რამზან კადიროვი ტყუილში გამოიჭირა. როგორც ადგილობრივი გამოცემა, უკრაინსკაია პრავდა წერს, ონლაინ რესურსებისა და უსაფრთხოების სამსახურში წყაროს დახმარებით, დაადგინეს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში არ ყოფილა.
უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროს მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა ამბობს, რომ კადიროვი ტელეფონის 2 ნომერს იყენებს. უკრაინის მობილური ოპერატორების მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 დღის განმავლობაში კადიროვის ეს ნომრები როუმინგში ჩართული არ იყო და არც უკრაინული კავშირის ანძებთან იყო დაკავშირებული.
საჯარო ონლაინ სერვისის დახმარებით, გამოცემამ სცადა დაედგინა მისამართი, ქალაქი და ქვეყანა, სადაც ახლა კადიროვის ტელეფონის ნომერია. მათი განმარტებით, ეს სერვისი ლინკის გენერირებას ახდენს, რომელიც მომხმარებლის ლინკზე გადასვლისთანავე ნომრის ადგილსამყოფელის გაგების საშუალებას იძლევა. ამის ფონზე, თავად მომხარებელი ვერაფერს იგებს, რადგან გადადის ჩვეულებრივ ვებ-გვერდზე, რომელიც ბმულზეა მითითებული.
გამოცემა აცახდებს, რომ კადიროვს ტელეგრამში შეტყობინება მისწერეს და პროპაგანდისტული მედიის, RIA-ს ჟურნალისტებად გაეცნენ. მათ სტატიის ლინკი, ზუსტად იმ დღეს გაუგზავნეს ჩეჩნეთის ლიდერს, როდესაც კადიროვი ამტკიცებდა, რომ უკრაინაშია.
მათი თქმით, აღნიშნულმა ონლაინ სერვისმა ნომრის გეოლოკაცია დაადგინა — რუსეთის ფედერაცია, ქალაქი გროზნო. გამოცემის თანახმად, ტელეფონის მონაცემების მიხედვით, მტკიცდება, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა მოიტყუა, თითქოს 13 მარტს კიევის მიმდებარედ იმყოფებოდა.
14 მარტს კადიროვი ამტკიცებდა, რომ უკრაინაში გაემგზავრა და მალე კიევში იქნება. კადიროვი ტელეგრამ არხიდან უკრაინის ლიდერებს ემუქრება და ამბობს, რომ მალე ჩეჩნები იპოვიან მათ. კადიროვის მტკიცებით, თავად კიევში ერთი მხრიდან შედის, ხოლო მეორე მხრიდან "ძველი გამოცდილი მებრძოლები".
ეს ვიდეო უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფებოდა და მიმართავდა და მოუწოდებდა, სარდაფებში არ დამალულიყო.
კადიროვი ტელეგრამ არხზე ამ ვიდეოსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის გოსტომელშია გადაღებული და კიევიდან დაახლოებით 20 კმ-ითაა დაშორებული.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები