რატომ სურს ჩეჩნეთს საქართველოსთან გზის გაყვანა და რას ამბობენ საქართველოში
15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სანქციებისა და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ გზას რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მანვე აღნიშნა, რომ პროექტი 90-იან წლებში გაჩერდა, ახლა კი აღდგენა სურთ. სამთავრობო გუნდში განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და განიხილავს ჩეჩნეთთან გზის მშენებლობას.
რას ამბობს ჩეჩნეთი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა მეზობელ სახელმწიფოებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობების აუცილებლობაზე მიანიშნებს. მისი თქმით, რამდენიმე წელია ჩეჩნეთი საქართველოსთან სასაზღვრო გადასასვლელის მოსაწყობად მუშაობენ.
"შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია მიგვანიშნებს ხელისუფლების შტოების ერთობლივი მუშაობისა და მეზობელ სახელმწიფოებთან კონტაქტების დამყარების ახალი შესაძლებლობების აუცილებლობაზე, რომლის მიზანი ტვირთბრუნვის გაზრდაა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს აქტიურ სამუშაოებს საქართველოს რესპუბლიკასთან სასაზღვრო გადასასვლელის მოსაწყობად.
ამ საკითხზე დიდ პრესკონფერენციაზე, 2019 წელს პუტინსაც მიმართეს, რაზეც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა განაცხადა, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ არის, თუმცა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა ნამდვილად არსებობს. გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 90–იან წლებში დაიწყო, თუმცა შეწყდა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო", — განაცხადა ხუჩიევმა.
ჩეჩნეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ პროექტს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშნველობა აქვს. მისი განამრტებთი, ეს გზა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გასასვლელს უცხოეთის ქვეყნებში. მაშინ, როცა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების რაოდენობა დღითიდღე იზრდება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სთავაზობს, ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის გზის მშენელობის საკითხი განიხილოს.
"ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ გზას აქვს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის ფედერაციისთვის. ეს გზა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გასასვლელს უცხოეთის ქვეყნებში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, რომლებსაც განვითარებული სატრანსპორტო კავშირი აქვთ, ზღვით, რკინიგზით.
ჩვენი ქვეყნის ირგვლივ განვითარებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს საკითხი უფრო მეტ აქტუალობას იძენს. გვინდა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილოთ ეს საკითხი", — თქვა მუსლიმ ხუჩიევმა.
ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენლის შეთავაზებაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ამ საკითხს გადაწყვეტილების პროექტში ჩართავენ და შესაბამის ფორმულირებას ჩეჩნეთთან შეათანხმებენ.
"დიდი მადლობა. მოდით ჩავრთოთ გადაწყვეტილების პროექტში ეს საკითხი, შესაბამისი ფორმულირება მივცეთ, თქვენთან შევათანხმებთ ფორმულირებას", — თქვა პატრუშევმა.
რას ამბობს საქართველო
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩეჩნეთთან გზის მშენებლობის საკითხს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა. სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.
"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გზის მშენებლობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმაც. მისი თქმით, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს.
"რაც შეეხება გზას, როგორც მითხრეს საბჭოთა პერიოდის, 1970-იანი წლების პროექტზეა საუბარი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე მათ უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. თუ გსურთ გაიგოთ რუსეთის გულწრფელობა ნებისმიერი მისი დაპირებისა თუ განცხადების მიმართ, საკმარისია შეხედოთ თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ — მათ არცერთი ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ", — თქვა დეგნანმა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები