ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციული ფაქტებია — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს მაი თაუნმა და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში, 68 სახელმწიფო შესყიდვით 4 117 864 ლარი მიიღეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, აქედან 2 162 992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით არის მიღებული.
ვინ ფლობს შპს მაი თაუნს
TI საკუთარ კვლევაში წერს, რომ შპს მაი თაუნის მფლობელი ბორჯომის ყოფილი გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის ბიძაშვილის შვილის, გიორგი ყიფიანის მეუღლე ირმა ხარებაშვილი იყო. ორგანიზაცია კომპანიისა და ბორჯომის მერიის კავშირებს დეტალურად მიმოიხილავს.
"გიორგი ყიფიანმა ბიძამისის, დიმიტრი ყიფიანის გამგებლობის პერიოდში (2013 -2017 წლებში) ააიპ ბორჯომის პარკში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, 2018 წლის ოქტომბრიდან იგი ბორჯომის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა და ეს თანამდებობა 2020 წლის მაისამდე ეკავა. 2021 წლის იანვარში გიორგი ყიფიანი სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელია გიორგი ყიფიანის ძმა, დიმიტრი ყიფიანიც. იგი ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორია", — წერია კვლევაში.
TI წერს, რომ ირმა ხარებაშვილმა სამშენებლო კომპანია, შპს მაი თაუნი მისი მეუღლის მუნიციპალურ ააიპ-ში დანიშვნიდან 5 დღეში, 2017 წლის 5 მაისს დააფუძნა. კვლევაში წერია, რომ კომპანიის მეწილე და დირექტორი ყიფიანების ოჯახის მეგობარი, გიორგი წიქარიშვილი გახდა, რომელსაც 2018 წლის სექტემბერში, ირმა ხარებაშვილმა თავისი კუთვნილი 50% უსასყიდლოდ გადასცა.
ანგარიშის მიხედვით, შპს მაი თაუნმა 2017-2021 წლებში 16 სახელმწიფო შესყიდვით ბორჯომის მერიიდან 528 242 ლარი მიიღო — აქედან 9 მოგებული ტენდერით 346 604 ლარი დაერიცხა. TI წერს, რომ მათ შორის 3 ტენდერი, 109,232 ლარზე, უკონკურენტოდ და სხვისი დისკვალიფიკაციით მოიგო — 7 პირდაპირი შესყიდვით კომპანიამ 181 638 ლარი მიიღო. მათ შორის, 74 402 ლარზე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები შპს მაი თაუნს ბორჯომის მერიამ მაშინ გაუფორმა, როცა გიორგი ყიფიანს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.
შპს მაი თაუნის სახელმწიფო შესყიდვები 2017-2021 წლებში:
შპს მაი თაუნის მფლობელის სხვა შესყიდვები
კვლევის მიხედვით, გიორგი წიქარიშვილი შპს მაი თაუნიდან იღებს შემოსავალს, მისი მეუღლე შორენა თაბაგარი ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და 2014- 2021 წლებში 3,589,622 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო.
"თაბაგარმა 2014-2021 წლებში 42 ტენდერი მოიგო, ჯამში 3 169 389 ლარზე. მათ შორის, 29 ტენდერი უკონკურენტოდ და სხვა კომპანიების დისკვალიფიკაციით 2 053 760 ლარზე. 11 ტენდერზე კი 1 231 604 ლარის ხელშეკრულებები, იმ პერიოდში გაუფორმდა, როცა მისი მეგობარი გიორგი ყიფიანი ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრი იყო. თაბაგარმა 42 ტენდერიდან 40 ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოიგო. მხოლოდ ორი მოიგო სხვა უწყებაში, ერთი — წალკის მუნიციპალიტეტში და ერთი — საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში", — წერია კვლევაში.
TI წერს, რომ თაბაგარმა 2016-2017 წლებში 10 პირდაპირი შესყიდვაც მიიღო 420 233 ლარზე. მათ შორის 6 შესყიდვა, 379 070 ლარზე, ბორჯომის მერიასთან გააფორმა.
TI-ის ინფორმაციით, ჯამში, ყიფიანებთან დაკავშირებულმა გიორგი წიქარიშვილმა საკუთარი კომპანიისა და მეუღლის შესყიდვებით, 2014-2021 წლებში, 4 117 864 ლარი მიიღო.
როგორც ორგანიზაციის ანგარიშში წერია, გიორგი წიქარიშვილმა, სახელმწიფო შესყიდვების გარდა, ბორჯომში, რუსთაველის N14-ის მიმდებარედ, მუნიციპალურ სკვერთან საჩუქრად მიწაც მიიღო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს მაი თაუნის და მეწარმე შორენა თაბაგარის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები