პაპუაშვილი ოპოზიციის სურვილს, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს, ისტერიად აფასებს და ინიციატივის გაზიარებას არ აპირებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარლამენტში მოსმენის სურვილს ოპოზიციის მხრიდან მორიგ ისტერიად აფასებს და ამბობს, რომ ლელოს და ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ინიციატივას არ გაიზიარებენ.
"საერთოდ რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს ინიციატივებს უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ამ ინიციატივას არ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ გასაგებია მათი ხაზი, მათი ხაზი არის ისტერია. აქედან გამომდინარე ჩვენ მას საერთოდ არც კი განვიხილავთ. მე პირადად არც კი განვიხილავ არცერთ მათ ინიციატივას", — უთხრა TV პირველის ჟურნალისტს.
კითხვაზე, ზელენსკის მიმართვა იქნებოდა თუ არა მომგებიანი საქართველოსთვის და აჩვენებდა თუ არა მათ მხარდაჭერას, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ისინი ფიქრობენ უკრაინელ ხალხზე და არა პიარზე.
"ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე. იმ ომზე, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. აქ მთავარი ის კი არ არის რომ მოხდეს თეატრალიზება ამ საკითხის", — ამბობს პაპუაშვილი.
მან ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ თუ სურთ რეალური დახმარება, პარლამენტში სადაც არის ფონდი გახსნილი "ერთი თეთრი მაინც ოპოზიციიდან, შეიტანოს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ".
გუშინ, 17 მარტს პარტია ლელო ინიციატივით გამოვიდა, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას საქართველო.
დღეს მათ უკვე ოფიციალურად გააფორმეს ეს ინიციატივა და შესაბამისი წერილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
კომენტარები