PSP-ში თურქულ მწარმოებლებთან, Abdi Ibrahim და Nobel-თან მოლაპარაკებების შედეგად, 10-მდე დასახელების მედიკამენტს 77 პროცენტამდე ფასდაკლებით შეიძენთ.

"მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილმა ცვლილებამ და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა, აქტიურად დაგვეწყო მუშაობა თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ის სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტს ქსარელტო 15მგ-ს თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად, 55 ლარად, იძენს — ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139 ლარის ნაცვლად", — აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანიაში.

თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ:

  • ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლის ფასიც ფასდაკლების დღეებში 131 ლარი იყო, დღეიდან კი PSP-ში მომხმარებელი მას 76,1 ლარად შეიძენს.
  • 113,7 ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსიც; ფასდაკლების დღეებში მისი ღირებულება 212,16 ლარი იყო, დღეიდან PSP-ში ის 98,3 ლარი ეღირება.
  • 60 ლარით ნაკლებ ფასად, 89 ლარის ნაცვლად 29,15 ლარად შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენაც.
  • ვაზოსერკი BID უკვე 23,35 ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის, 51,93 ლარის ნაცვლად.
  • კო-ირდა 34 ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დაგხვდებათ PSP-ში.

"PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდე დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისარგებლოს გაცილებით დაბალი ფასით თურქული წარმოების მედიკამენტებზე", — ამბობენ PSP-ში.