გაიცანით გვანცა ჩიტიაშვილი — UX მკვლევარი, რომელმაც ინტერესები პროფესიად აქცია
პროფესიის არჩევისას ხშირად გვიწევს, უარი ვთქვათ ზოგიერთ ინტერესზე და მთელი ძალისხმევა ერთი საქმისკენ მივმართოთ. ამის მერე ზოგჯერ გულიც გვწყდება, რომ აღარ გვრჩება დრო ჩვენი ძველი მისწრაფებებისთვის. არადა, შეიძლება, ადამიანმა საკუთარი პროფესიული ადგილის ძიებისას მიაგნოს იმ ოქროს შუალედს, რომელიც ყველა ინტერესს აერთიანებს. ამის მაგალითი საქართველოს ბანკის UX (მომხმარებელთა გამოცდილება) გუნდის ხელმძღვანელი გვანცა ჩიტიაშვილია.
გვანცამ შეძლო და მისთვის საინტერესო მიმართულებები — მომხმარებლის ქცევა, ფსიქოლოგია, დიზაინი და კვლევა საკუთარ პროფესიულ არჩევანში გააერთიანა. ის საქართველოს ბანკის UX გუნდის ხელმძღვანელობამდე განვლილი გზისა და ამ დარგის სამომავლო პერსპექტივების შესახებ გვესაუბრა.
ფსიქოლოგიის ბაკალავრიატიდან დაწყებული UX საქმიანობა
გვანცას მომხმარებლის ქცევა და ფსიქოლოგია სკოლის დამამთავრებელი პერიოდიდან აინტერესებდა, მაშინ UX-ზე და UX კვლევაზე თითქმის არაფერი იცოდა, თანაც ეს დარგი საქართველოში განვითარებული არც იყო, ამიტომ ფსიქოლოგიაზე ჩააბარა. მესამე კურსზე იყო, როცა საგანს — მომხმარებლის ქცევას და რეკლამის ფსიქოლოგიას გადიოდა და ლექტორმა თავის მარკეტინგულ კვლევით კომპანიაში ერთ-ერთ პროექტში ჩართვა შესთავაზა. აქედან დაუკავშირდა მისი გზა კვლევებს. მარკეტინგულ და განათლების კვლევებში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კი UX კვლევის მიმართულებით განაგრძო კარიერა.
"2017 წლის დასაწყისში LinkedIn-ზე წავაწყდი ვაკანსიას, რომელშიც ერთ-ერთი ცნობილი outsource HR კომპანია Adjarabet-ისთვის Market Researcher-ს ეძებდა. გასაუბრებაზე აღმოჩნდა, რომ რეალურად UX Researcher-ს არჩევდნენ, თუმცა რადგან ეს დარგი საქართველოში იმ დროისთვის არ არსებობდა, ვაკანსიისთვის უფრო ნაცნობი, ყველაზე მომიჯნავე სფეროს სახელწოდება შეურჩიეს, მსგავსი კომპეტენციის კადრები რომ მიეზიდათ. აქაც, კიდევ ერთხელ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და დაიწყო ჩემი ძალიან საინტერესო თავგადასავალი UX კვლევის სამყაროში", — იხსენებს გვანცა.
იგი თვლის, რომ UX კვლევის მიმართულებით თვითნასწავლია, რადგან როცა ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, ქართულ ბაზარზე ამ საკითხის ირგვლივ ბევრი ინფორმაცია არ არსებობდა, ამიტომ თვითგანათლებასა და განვითარებაში პირადი რესურსები ჩადო.
"თვითგანათლებაში და განვითარებაში ძალიან დიდი რესურსის ჩადება მომიწია და ჯერ კიდევ ყოველდღე ვსწავლობ. შეიძლება ითქვას, რომ UX კვლევის მიმართულებით თვითნასწავლი ვარ, რაც, ერთი მხრივ, ძალიან სასიამოვნოა, მეორე მხრივ კი — ძალიან საპასუხისმგებლო და რთულიც, რადგან გაცილებით მეტი დრო და შრომაა საჭირო ცოდნის და გამოცდილების სულ ნულიდან დაგროვებისთვის. ზოგადად, ნებისმიერ ახალ პროფესიას თან ახლავს მნიშვნელოვანი გამოწვევა და შეიძლება ითქვას, შესაძლებლობაც, სხვა ადამიანებსაც გააცნო შენი პროფესია
დაანახო მისი ღირებულება. ჩემთვის ეს ერთგვარი UX კვლევის "ელჩობაც" ძალიან საინტერესო გამოცდილებაა დღემდე“, — ამბობს გვანცა ჩიტიაშვილი.
გზა საქართველოში პირველი UX გუნდის ხელმძღვანელობამდე
აჭარაბეთში წელიწადნახევრიანი მუშაობის, თვითგანვითარებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2019 წელს საქართველოს ბანკისგან მიიღო შეთავაზება და თითქმის სამი წელია ამ გუნდის წევრია.
"2019 წლის სექტემბერში მივიღე შემოთავაზება საქართველოს ბანკისგან, სადაც UX კვლევის მიმართულების განვითარებისთვის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანს ეძებდნენ. რამდენიმეთვიანი მარტოდ მუშაობის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ UX კვლევის შესახებ ცნობიერების ამაღლების პარალელურად, კვლევების საჭიროება საკმაოდ გაიზარდა და ახალი გუნდის წევრების შემომატების დროც დადგა. ასე გავხდი საქართველოში პირველი UX კვლევის გუნდის ხელმძღვანელი", — აღნიშნავს გვანცა.
გვანცას UX გუნდში მუშაობის გამო საკუთარი ინტერესების დათმობა არ მოუწია, მეტიც, ამბობს, რომ ფსიქოლოგია და დიზაინი მისი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია და წარსული გამოცდილება მომხმარებელთან ეფექტურად ურთიერთობას უადვილებს.
"ზოგადად, User Experience საკმაოდ ახალი დარგია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სხვადასხვა მომიჯნავე დარგის (მათ შორის, ფსიქოლოგიის, ვებ დიზაინის და ა.შ.) გარკვეულწილად შერწყმით შეიქმნა. ფსიქოლოგია მოიცავს ცოდნას ადამიანის ყველა პროცესისა თუ მახასიათებლის შესახებ, იქნება ეს ქცევა, აღქმა, მეხსიერება, მოტივაცია და სხვა. მომხმარებელი კი, პირველ რიგში, ადამიანია და ნებისმიერი ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მისი, როგორც user-ის შესწავლისთვის.
მიღებული ცოდნის წყალობით, ფსიქოლოგებს ასევე კარგად აქვთ განვითარებული ემპათიის უნარი, რაც უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის პერსპექტივის სიღრმისეულად გაგებისთვის და განცდისთვის. ადამიანების შესახებ ფსიქოლოგიიდან მიღებული ცოდნა მკვლევარს ასევე უადვილებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ნდობით, ურთიერთგაგებით სავსე ურთიერთობის დამყარებას, რაც გადამწყვეტი უნარია შედეგიანი კვლევის ჩატარებისთვის. გარდა ამისა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ძალიან სიღრმისეულად ისწავლება ისეთი საგნები, როგორებიცაა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, სტატისტიკა, SPSS, რისი ცოდნაც UX მკვლევრისთვის ასე მნიშვნელოვანია. ადრეული ასაკიდან ასევე ძალიან მიტაცებდა დიზაინი და ამ პროფესიაში, ვთვლი, ჩემი ორი გამორჩეული ინტერესის — ფსიქოლოგიისა და დიზაინის შეთავსება შევძელი", — გვეუბნება გვანცა.
რა უნდა იცოდეს UX მიმართულებით დაინტერესებულმა ადამიანმა?
გვანცა UX სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს კვლევისა და UX-ის ძირითადი პრინციპების სწავლას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ფორმალური განათლების გარდა, კარგ დამხმარედ ონლაინ რესურსები შეიძლება იქცეს. ის, ასევე, თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობასა და საკუთარი საქმის სიყვარულს მიიჩნევს წარმატების წინაპირპობად.
"იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული UX მკვლევარი გახდეს, ჩემი აზრით, გადამწყვეტია ადამიანებთან კომუნიკაციის სიყვარული, მათი საჭიროებების გაზიარებისა და განცდის სურვილი და უნარი. კარგი UX მკვლევარი უნდა იყოს, პირველ რიგში, კარგი მსმენელი, უნდა შეეძლოს საკუთარი ემოციების მართვა, კვლევის პროცესში მშვიდი, ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ანალიტიკური, დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, რადგან მკვლევარს უნდა შეეძლოს, ერთი მხრივ, კვლევით მიღებული ვრცელი ინფორმაციიდან ზუსტი და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა და, მეორე მხრივ, ამ ინსაითების სხვა ადამიანებისთვის ეფექტურად გაზიარება. რაც შეეხება ცოდნას, UX მკვლევარმა უნდა იცოდეს კვლევის (თვისებრივი და რაოდენობრივი) მეთოდოლოგიები და სტატისტიკისა და სტატისტიკური პროგრამების ბაზისები მაინც. გარდა ამისა, სასურველია, თუ UX მკვლევარს ექნება ცოდნა ზოგადი UX პრინციპების შესახებ, რაც როგორც კვლევის უფრო ეფექტურად დაგეგმვასა და ჩატარებაში, ასევე დიზაინერებთან და გუნდის სხვა წევრებთან ურთიერთობაშიც დაეხმარება. ხშირად პროდუქტზე მომუშავე გუნდის მოლოდინები და რეალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან — რეალურად, მომხმარებლებს ხშირად სრულიად სხვა საჭიროებები და მოტივაციები აქვს ჩვენს პროდუქტთან ან მომსახურებასთან მიმართებაში, რისი აღმოჩენაც მათთან პირდაპირი კომუნიკაციის, კვლევის გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა", — გვიხსნის საქართველოს ბანკის UX გუნდის ხელმძღვანელი.
UX მიმართულების სამომავლო პერსპექტივა
ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ყველა დარგი და კომპანია სულ უფრო მეტად ციფრული ხდება და ამიტომ ამ სფეროში უპირატესობის მოპოვება მათი უმთავრესი ამოცანაა. მომხმარებლის მიერ პროდუქტის გამოყენებისას მიღებული გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ გვანცას აზრით, UX მიმართულება სამომავლოდ სულ უფრო მოთხოვნადი გახდება.
"მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შევქმნათ და მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებსა და შეხედულებებზე არ ვფოკუსირდეთ. ამ ყველაფერში კი UX და განსაკუთრებით UX კვლევა გადამწყვეტ როლს ასრულებს. რეალურად, ის აკავშირებს ბიზნესს მომხმარებელთან და გაძლევს მათზე მორგებული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის კმაყოფილებას იწვევს. აქედან გამომდინარე, UX კვლევა ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ქართული კომპანიებიც სულ უფრო იაზრებენ ამ პროფესიის მნიშვნელობას და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში UX მკვლევარის პროფესია საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადი გახდება", — აღნიშნავს საუბრის დასასრულს გვანცა.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები