NDI: 29% ამბობს, რომ ქვეყანა მეტ სარგებელს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობით მიიღებს
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა, რომლიდანაც ირკვევა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა მეტ სარგებელს იმ შემთხვევაში მიიღებს თუ რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ ინტეგრაციაზე, 8 პროცენტი არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 10 პროცენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არის.
კვლევის შედეგების თანახმად, თბილისის მოსახლეობის 67 პროცენტს სურს ევროპული ინტეგრაცია, 19 პროცენტს უნდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, 7 პროცენტი არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 6-მა პროცენტმა პასუხი არ იცის.
გარდა ამისა, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო მეტი სარგებელს მიიღებს ევროინტეგრაციით, 26 მიიჩნევს, რომ იმავე მიზანს ქვეყანა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროპულ ინტეგრაციას უარის თქმით მიაღწევს, 8 პროცენტი არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 12-მა პროცენტმა კი არ იცის, რა აჯობებს.
კვლევის შედეგების თანახმად, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 47 პროცენტი ამბობს, რომ უმჯობესია საქართველოს ევროინტეგრაცია, 35 პროცენტს მიაჩნია, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროპულ ინტეგრაციაზე უარი უნდა ვთქვათ, 9 პროცენტი არცერთ მოსაზრებას იზიარებს, ასევე 9 პროცენტს არ აქვს პასუხი.
ამასთან, უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის 29 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული ინტეგრაციით მიიღებს, 47 პროცენტს ჰგონია, რომ უმჯობესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, 6 პროცენტი არცერთ მოსაზრებას ეთანხმება, 16 პროცენტს კი პასუხი არ აქვს.
NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.
კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები